დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2024-04-17 17:16:00

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ ვაშინგტონში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და  მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის (SBFN) მრგვალი მაგიდის მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
SBFN-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები განვითარებად ბაზრებსა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში არსებულ მდგრადი დაფინანსების ტენდენციებზე, ასევე, ისაუბრეს SBFN-ისა და IFC-ის მხარდაჭერით მდგრადი დაფინანსების ინიციატივების შემუშავების მხრივ წევრ ქვეყნებში არსებულ გამოცდილებაზე და განიხილეს სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებული ხედვები.
ეკატერინე მიქაბაძემ მრგვალი მაგიდის შეხვედრის მონაწილეებს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ მიღწეული შედეგები გააცნო და ამ მხრივ, SBFN-ისა და IFC-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მხარდაჭერაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის, მდგრადი დაფინანსების ექვსაფეხურიან შეფასების სისტემაში უმაღლეს საფეხურზე დაწინაურდა.




"ბოლო წლების განმავლობაში, მდგრადი დაფინანსების მიმართულებით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი SBFN-ის ექვსსაფეხურიანი შეფასების სისტემის უმაღლეს საფეხურზე - კონსოლიდაციის ეტაპზე დაწინაურდა. აღნიშნული დაწინაურება მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობასა და წარმატებულ დანერგვაზე მიუთითებს", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. 


შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების რიგით მეხუთე ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), IFC-ის პარტნიორ შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან (SECO), და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) თანამშრომლობით გაიმართა.


მსგავსი სიახლეები