დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა, წლის ბოლომდე, რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შეამციროს - ევა ბოჭორიშვილი

ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა, წლის ბოლომდე, რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შეამციროს - ევა ბოჭორიშვილი

2024-03-13 16:32:00

ოპტიმისტურ სცენარში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა დამატებით, წლის ბოლომდე, რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შეამციროს.“ - განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების შეფასებისას, რომლის მიხედვითაც, რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე შემცირდა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ინვესტიციების ზრდა, საბაზო სცენარით ასევე ნავარაუდევია ეროვნული ვალუტის გამყარება და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლთან მიახლოებული მონაცემები.

„გვაქვს დაშვება, რომ მოკლევადიან პერიოდში ინვესტიციების ზრდა, კანდიდატის სტატუსიდან გამომდინარე შეიძლება იყოს უფრო მაღალი, ვიდრე ეს ჩვენს საბაზისო სცენარში გვაქვს შეფასებული. შესაბამისად ამ სცენარში ლარის მცირედით გამყარებასაც არ გამოვრიცხავთ დ ინფლაციას 2,5 %-ს ვპროგნოზირებთ“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სებ-ის განმარტებით, ქვეყანაში არსებული დაბალი ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციური რისკები კვლავ არსებობს, მათი სიმწვავე შერბილებულია, შესაბამისად ამ ეტაპზე მიზანშეწონილია რეფინანსირების განაკვეთის შემცირება.

შეგახსენებთ, 15 წლიან ჭრილში რეფინანსირების განაკვეთის მსგავსი მასშტაბის შემცირების გადაწყვეტილება არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ შერბილებული მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკის სტიმულირების წინაპირობაა. იანვარში, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებაზე მიუთითებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და ეტაპობრივად პოტენციურ ტრენდს უბრუნდება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები