დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა  საკურას ყვავილობის აღსანიშნავად სტუმრებს უმასპინძლა

ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა საკურას ყვავილობის აღსანიშნავად სტუმრებს უმასპინძლა

2023-04-09 20:31:49

საქართველოს ეროვნულმა  ბოტანიკურმა ბაღმა საკურას ყვავილობის აღსანიშნავად სტუმრებს უმასპინძლა.

 

საკურას ყვავილობის ღონისძიება ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნა, რომელსაც საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლე უძღვებოდა.

 

წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში, იაპონური ბაღის მიმდებარედ, ვარდისფრად და თეთრად მოყვავილე საკურას 25 ახალი ნერგი დაირგო.

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ბოტანიკური ბაღის ბონსაის კოლექცია, თემატური ხელნაკეთი ნივთების, იაპონური ტრადიციული სამოსისა და ახალგაზრდა მხატვრების მიერ შესრულებული,  იაპონურ თემატიკის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

 

დამთვალიერებლებს ასევე ჰქონდათ  სუშის მომზადების მასტერკლასზე და იაპონური ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენაზე დასწრების შესაძლებლობა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები