დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Fireflies-ის ორგანიზებით გორში ბიზნეს ფორუმი ჩატარდება

Fireflies-ის ორგანიზებით გორში ბიზნეს ფორუმი ჩატარდება

2023-06-20 19:00:56

ივნისის ბოლოს გორში ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Fireflies-ის ორგანიზებით ბიზნეფორუმი ,,ბრენდირების სტრატეგიები რეგიონალური განვითარებისთვის" ჩატარდება.

როგორც Fireflies-ის დამფუძნებელი ანი მიხანაშვილინ Business Insider Georgia - თან განმარტავს, ღონისძიება 3 თემატურ პანელად არის დაყოფილი და დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა მოუსმინონ სპიკერებს, რომლებიც ისაუბრებენ საგრანტო, თანადაფინანსების თუ ბიზნესის მხარდამჭერ სხვა პროგრამებზე.

„ქართულ ბაზარზე მუშაობა 2021 წელს დავიწყეთ და შევქმენით ქართულ კომპანიებზე მორგებული ბიზნესის მხარდამჭერი სერვისები, რომელიც სტრატეგიულ როლს ასრულებს ბიზნესის ზრდისთვის. ჩვენი სერვისები მოიცავს ბრენდინგს, მარკეტინგულ სტრატეგიას, ორგანიზაციულ განვითარებას, ადამიანური რესურსების მართვას, ინვესტიციებისა და გრანტების მიმართულებით კონსულტაციებსა და რაც მთავარია ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების აუთსორსინგის მომსახურებებს.

ბიზნეს ფორუმი გორში ივნისის ბოლოს გაიმართება და დასწრება ყველა დამწყებ თუ გამოცდილ მეწარმეს შეეძლება. ამჯერად აქცენტს გორის, ხაშურის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტებზე ვაკეთებთ. თუმცა მსგავსი ფორმატის ღონისძიების ჩატარებას უახლოეს მომავალში თელავში, ხოლო შემდგომ სხვა დიდ ქალაქებშიც ვაპირებთ.

ღონისძიება 3 თემატურ პანელად არის დაყოფილი და დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა მოუსმინონ სპიკერებს, რომლებიც ისაუბრებენ საგრანტო, თანადაფინანსების თუ ბიზნესის მხარდამჭერ სხვა პროგრამებზე. მოწვეულ სპიკერებს შორის იქნებიან საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, სოფლის განვითარების სააგენტოს, USAID- ის, EBRD-ის, TBC- ის, BOG-ის, Global Compact Network Georgia-ს წარმომადგენლები. ღონისძიების ჩატარებაში დიდი წვლილი მიუძღვის გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს", - განმარტავს ანი მიხანაშვილი.

რაც შეეხება Fireflies-ის კონცეფციას, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, ბიზნესის პოტენციალის წარმოჩენა და გამოცდილების გაზიარებაა, რაც სექტორს მდგრად განვითარებაში ეხმარება.

,,ჩვენი ხედვა განსხვავდება იმით, რომ კომპანიებთან მუშაობისას ვცდილობთ დავინახოთ არა მხოლოდ ის, რას წარმოადგენენ ისინი დღეს, არამედ დავინახოთ ბიზნესის პოტენციალი. ყოველთვის ვცდილობთ გვქონდეს ხვალინდელი დღის ხედვა და პარტნიორებთან თანამშრომლობისას სწორედ ამ ხედვას ვეყრდნობით. კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტის უდიდესი წილი რეგიონულ საწარმოებზე მოდის, თუმცა ეს არ აისახება მათ შემოსავლებზე. რეგიონებში არსებობს პროდუქტის შექმნისა და საწარმოების მართვის გამოცდილება, თუმცა არ არის ამ პროდუქტისგან მაქსიმალური სარგებლის მიღების გამოცდილება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ფოკუსი რეგიონულ ბიზნესზე გაგვეკეთებინა და მათთან გვემუშავა ბიზნესის სტრატეგიული განვითარების მიმართულებით", - ამბობს ანი მიხანაშვილი Business Insider Georgia - თან და დასძენს მთავარ გარემოებაზე, რის გამოც ფორუმის მთავარ თემად შეირჩა ბრენდირების სტრატეგიები რეგიონული განვითარებისთვის

„პირველი ბიზნეს ფორუმის თემად ბრენდირების სტრატეგიები შევარჩიეთ, რადგან სწორედ ბრენდის სტრატეგიაზე მუშაობა არის სტრატეგიული დაგეგმარების პირველი ეტაპი. ადგილობრივმა მეწარმეებმა უნდა შეძლონ და თავიანთი საწარმოების პოტენციალი დაინახონ. ბრენდის სტრატეგიის შექმნისას ბიზნესი იწყებს ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც მის მომავალს განაპირობებს - ვინ ვარ დღეს, ვინ შემიძლია ვიყო ხვალ და რა ღირებულების შექმნა შემიძლია საზოგადოებისთვის. რაც შეეხება სამომავლო გეგმას, პირველ რიგში ვაპირებთ რეგიონულ ბიზნესთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას იმისათვის, რომ ბიზნესის განვითარებისთვის ახალი პლატფორმები შეიქმნას და გამოცდილების გაზიარება ბევრად ხელმისაწვდომი იყოს. მიღებული ცოდნა ჩვენი სერვისების დახვეწაში და რეალურ საჭიროებებზე მორგებაში დაგვეხმარება", - ამბობს მიხანაშვილი.

როგორც Fireflies-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, სამომავლოდ ადგილობრივ კომპანიებთან ერთად გეგმავენ მუშაობას საერთაშორისო პოტენციალის ბრენდების შექმნასა და განვითარებაზე, რის პოტენციალიც დიდია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები