დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფრანგული TotalEnergies აზერბაიჯანში, „აბშერონის“ საბადოდან გაზის მოპოვებას იწყებს

ფრანგული TotalEnergies აზერბაიჯანში, „აბშერონის“ საბადოდან გაზის მოპოვებას იწყებს

2023-07-11 09:43:40

ფრანგულმა კომპანია TotalEnergies-მა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან (SOCAR) თანამშრომლობით კასპიის ზღვაში, „აბშერონის“ გაზის კონდენსატის საბადოს განვითარების პირველი ეტაპის ფარგლებში გაზის მოპოვების დაწყება გამოაცხადა. 

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია, ფრანგული კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ამ ფაზის ფარგლებში დაგეგმილია დღეში დაახლოებით 4 მილიონი კუბური მეტრი გაზის და 12 ათასი ბარელი კონდენსატის წარმოება.

გაზი განკუთვნილია აზერბაიჯანის შიდა ბაზრისთვის.

განვითარების პირველი ეტაპი მოიცავს წყალქვეშა საწარმოო ჭას, რომელიც დაკავშირებულია გაზის მიღებისა და პირველადი გადამუშავების ახალ პლატფორმასთან. პლატფორმა, თავის მხრივ, დაკავშირებულია ოფშორულ ინფრასტრუქტურასთან Oil Rocks-ის საბადოზე, რომელიც ეკუთვნის სოკარს.

„აბშერონის“ საბადოს განვითარება უზრუნველყოფს დამატებით გაზის მიწოდებას მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კონკურენტუნარიანი ტექნიკური ღირებულებით და სათბურის გაზების დაბალი ინტენსივობით TotalEnergies-ის სტრატეგიის შესაბამისად“, - განაცხადა კომპანიამ.

TotalEnergies და SOCAR თანაბარ წილებს ფლობენ პროექტში, რომელსაც მართავს ერთობლივი კომპანია JOCAP (Absheron Petroleum-ის ერთობლივი საოპერაციო კომპანია).

„მოხარული ვართ გამოვაცხადოთ აბშერონის გაზის საბადოს გაშვების შესახებ. ეს პროექტი შეესაბამება კომპანიის სტრატეგიას, დააკმაყოფილოს გაზზე მზარდი მოთხოვნა და აძლიერებს ჩვენს პარტნიორობას აზერბაიჯანის ეროვნულ კომპანია SOCAR-თან", - აცხადებს TotalEnergies-ის  საძიებო და წარმოების პრეზიდენტი ნიკოლას ტერაზი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

18 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები