განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ახლად დანიშნულ ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.
იტალიის ელჩმა მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს საქართველოში იტალიური ენის სწავლების გაძლიერების მხარდაჭერისთვის. მან განსაკუთრებით გამოყო მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე იმსჯელეს ეროვნული გამოცდების ტესტების იტალიურ ენაზე შემუშავების შესახებ და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა – უმაღლესი განათლების კუთხით პარტნიორობის გაღრმავება, ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის კავშირების გაძლიერება და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება.
შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე ესწრებოდა.
უახლესი
1 საათის წინ
სად გავერთოთ WEEKEND-ზე | 27 - 28 აპრილი1 საათის წინ
27 აპრილის კინოაფიშა13 საათის წინ
ინვენტარიზაცია - ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა18 საათის წინ
ნათია თურნავა USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა