დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Hugo Boss-ი რუსეთში ბიზნესს ყიდის

Hugo Boss-ი რუსეთში ბიზნესს ყიდის

2023-08-18 09:29:11

გერმანიის ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელმა Hugo Boss AG-მა თავის ბიზნეს მოდელს გადახედა და  რუსეთში აქტივების გაყიდვასა და სხვა ქვეყნებში საბითუმო ბიზნესზე ფოკუსირებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი. 

„რუსეთის ფედერაციაში არსებული ყველა აქტივი და ვალდებულება კლასიფიცირდება გასაყიდად და მიმდინარეობს მოლაპარაკებები გაყიდვაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

Hugo Boss-მა თავისი მაღაზიები რუსეთში 2022 წლის 9 მარტიდ დახურა. შეაჩერა ყველა საცალო ოპერაციები და ონლაინ გაყიდვები. 2021 წელს რუსეთისა და უკრაინის ბაზრიდან კომპანიის შემოსავლის წილი დაახლოებით 3%-ს შეადგენდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები