დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
IndiGo-ს ბორტებზე, ინდოელი ტურისტების რიცხვი იზრდება - Voyager

IndiGo-ს ბორტებზე, ინდოელი ტურისტების რიცხვი იზრდება - Voyager

2024-02-17 14:46:00

ინდური ავიაკომპანია IndiGo ინდოეთსა და საქართველოს შორის არსებული მგზავრთნაკადით კმაყოფილია. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია დელისა და თბილისს შორის სრული დატვირთულობით ოპერირებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოში IndiGo-ს გენერალური აგენტი კომპანია კომპანია Voyager-ის ("ვოიაჟერი") დირექტორმა სოფო აზარაშვილმა განაცხადა.

სოფო აზარაშვილი ამბობს, რომ IndiGo-ს ბორტებზე ინდოელი ტურისტების რიცხოვნობა იზრდება და რომ სასურველი შედეგების მისაღწევად და საქართველოთი მეტი ინდოელი ტურისტის დასაინტერესებლად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად ინტენსიურად მუშაობს.

„ზამთრის სანავიგაციო სეზონზე IndiGo დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით ოპერირებს. არსებული დაკვირვება გვიჩვენებს, რომ მგზავრთნაკადი უფრო დელი-თბილისის მიმართულებაზეა, თუმცა ნელ-ნელა ვატყობთ, რომ ინდოეთი, დელი საქართველოდანაც საინტერესო მიმართულება ხდება და თბილისი-დელის მიმართულებაზეც მგზავრთნაკადი იზრდება.

IndiGo-მ საქართველოს ბაზარზე ოპერირება 2023 წლის აგვისტოდან დაიწყო და ცხადია გარკვეული დროა საჭირო იმისათვის, რომ ინდოელმა ტურისტებმა საქართველოზე უფრო მეტი შეიტყონ. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, მთავრობაც, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც ინტენსიურადაა ჩართული ინდოეთში საქართველოს პოპულარიზაციის საკითხში და შემიძლია გითხრათ, რომ თებერვალში ინდოეთში ტურისტულ გამოფენაზე საქართველოც იქნება წარმოდგენილი და მოხდება საქართველოს პოპულარიზაცია. გამოფენას ესწრება როგორც Voyager-ი, ასევე სხვა ტურისტული კომპანიების და სასტუმროების წარმომადგენლები. ვფიქრობთ, რომ ეს გამოფენა იქნება ერთ-ერთი ბიძგი, რაც დაეხმარება ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის ზრდას მოემსახურება“, - განმარტავს სოფო აზარაშვილი.

Voyager-ის დირექტორი ამბობს, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე IndiGo საქართველოს მიმართულებით სიხშირეების და მიმართულებების ზრდასაც განიხილავს, თუმცა ავიაკომპანიის მიერ სიხშირეების ზრდა დამოკიდებულია ავიაკომპანიის ხელმისაწვდომ ბორტებზე, რაზეც IndiGo-ს მენეჯმენტი ინტენსიურად მუშაობს

ირკვევა, თუ რეისების დაწყების პირველ თვეებში დელიდან თბილისის მიმართულებაზე მგზავრების ძირითადი ნაწილი საქართველოში მცხოვრები ინდოელი ტურისტები იყვნენ 2023 წლის ოქტომბრიდან მგზავრთა კონიუნქტურა შეიცვალა და ტურისტების რაოდენობამ ზრდა დაიწყო.

„ამ ეტაპზე ვისაც დღეს დელი-თბილისის მგზავრთნაკადში ვხედავთ არიან სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები. თუმცა ამ სეგმენტის მგზავრები ძირითადად იყო აგვისტო-ოქტომბრის ჩათვლით, თუმცა უკვე რამდენიმე თვეა ვხედავთ, რომ ინდოელი ტურისტების რიცხვი IndiGo-ს ბორტებზე იზრდება. უკვე ოქტომბრის მონაცემები, რომ შევადაროთ დეკემბრის მონაცემებს სახეზეა, რომ ტურისტების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი გაზრდილია“, - აღნიშნავს სოფო აზარაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ინდური ავიაკომპანია IndiGo საქართველოს ავიაბაზარზე 2023 წლის აგვისტოდან ოპერირებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 29 მაისს მიანიჭა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები