დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ისრაელის კომპანიებმა, Silicon Valley Bank-დან გაკოტრებამდე $1 მილიარდამდე გაიტანეს

ისრაელის კომპანიებმა, Silicon Valley Bank-დან გაკოტრებამდე $1 მილიარდამდე გაიტანეს

2023-03-17 16:32:43

ისრაელის კომპანიებმა დაახლოებით 1 მილიარდ დოლარი გამოიტანეს, გაკოტრების შესახებ განცხადების გაკეთებამდე, კალიფორნიის მთავარი ბანკიდან, სტარტაპისა და ინვესტორებისათვის დაფუძნებული Silicon Valley Bank-დან (SVB), - ამის შესახებ  Yeni Şafak იტყობინება. 

ისრაელის პრესამ,  Calcalist-ზე დაყრდნობით 12 მარტს დაწერა, რომ ისრაელის ორმა უმსხვილესმა ბანკმა: Bank Leumi და Bank Hapoalim, დახმარება გაუწია კლიენტებს ფულის ისრაელში გადმორიცხვაში, მათ შორის მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც დეპოზიტებს ინახავდნენ SVB-ში.

„SVB-ის კრახმა ბევრი კითხვა გააჩინა, მაგრამ ისრაელის ფინანსური ხელისუფლება პროაქტიულად გამოიყურებოდა“,- წერს Summitnew.

„Bank Leumi და Bank Hapoalim-ი სწრაფად და მთელი დღე-ღამის განმავლობაში ეხმარებოდნენ ფირმებს გადაეტანათ ფული SVB-დან ისრაელში ვიდრე აშშ-ის ანგარიშები ფინანსური ტრანზაქციებისთვის დაიბლოკებოდა“, - იტყობინება Times of Israel.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები