დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იზრდება მოთხოვნა, ელ-კომერციაში ალგორითმი ზრდის ფასს - თამუნა თანდაშვილი ავიაბილეთების ფასის ზრდაზე

იზრდება მოთხოვნა, ელ-კომერციაში ალგორითმი ზრდის ფასს - თამუნა თანდაშვილი ავიაბილეთების ფასის ზრდაზე

2024-03-27 13:35:00

თუ ავიაციაში ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ენდობით, დიახ, 3 მილიონი კაცი საიტზე, რომ მოინდომებს ბილეთის ყიდვას, 50 ლარიდან 5000 ლარი გახდება მისი ფასი, - ამის შესახებ  „ავია კომუნიკატორის“ დამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განმარტებით, იზრდება მოთხოვნა, ელ-კომერციაში ალგორითმი ზრდის ფასს.

„Wizz Air-ის ლანძღვა ბილეთის ფასი გაიზარდაო, მიუთითებს სკოლაში მათემატიკის გაკვეთილებზე შატალოებზე და წაკითხულიდან აზრის ვერ გამოტანაზე.

ამხელა მოთხოვნაზე, ლოგიკურია, რომ რეისები უნდა დაინიშნოს და ყველა იხეირებს.

ასეა tkt.ge ზეც, როცა 60 000 ადგილია, 1.5 მილიონი ადამიანი ვერ იყიდის ბილეთს, თან როცა 10 ლარი ღირს და სრულიად ხელმისაწვდომია ფასი ყველასთვის.

მოკლედ რომ შევაჯამო:

Wizz Air არის ავიაკომპანია, რომელმაც ქვეყნის ყველა ფენა ამოგზაურა და ტურისტი შემოუყვანა ქვეყანას.

TKT.GE არის პლატფორმა, რომელიც ელექტრონულ კომერციაში ეხმარება ბიზნესს რომ ივაჭროს.

მსოფლიო დღეს მოგზაურობს და ყიდის და ყიდულობს ელექტრონულ კომერციაში.

ორივე გვჭირდება!

ვცეთ პატივი ერთმანეთის შრომას და კიდევ მეტ წარმატებას მივაღწევთ!“, - წერს თამუნა თანდაშვილი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები