დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არასოდეს არ ყოფილა ბიზნეს გარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა - მინდია საბანაძე

არასოდეს არ ყოფილა ბიზნეს გარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა - მინდია საბანაძე

2024-04-29 14:15:00

არასოდეს არ ყოფილა ბიზნეს გარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა, წერს სოციალურ ქსელში ამერიკული, ჰოლდინგური კომპანია IG International-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე. მისივე განმარტებით, ეფექტური კომუნიკაცია, სტაბილური გარემო განვითარების მაქსიმალურ შესაძლებლობას იძლევა.

„მე, როგორც ერთ–ერთი მსხვილი ჰოლდინგური კომპანიის დამფუძნებელი, მსურს დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენი კომპანიის საქმიანობა ბევრ წელს ითვლის. ბიზნესი ვითარდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური მმართველობის დროს. ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ის გამოწვევები და სირთულეები, რომელთა წინაშეც არაერთხელ აღმოვჩნდით. ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა დინამიურად იზრდება, არასოდეს არ ყოფილა ბიზნეს გარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა. ეფექტური კომუნიკაცია, სტაბილური გარემო გვაძლევს განვითარების მაქსიმალურ შესაძლებლობას.

დღეს ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია. ღრმად მწამს და მჯერა, რომ მალე საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი“, წერს სოციალურ ქსელში მინდია საბანაძე. 

 

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები