აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი დაიწყო.
ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას „სოკარის“ შვილობილი შპს „სოკარ მიდსტრიმ ოპერაშენს“-ში განუცხადეს.
ინფორმაციის თანახმად, თენგიზის საბადოზე წარმოებული ყაზახური ნავთობის პირველი პარტია ტანკერით „პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევით“ აქტაუს პორტიდან აზერბაიჯანის სანგაჩალის ტერმინალში 23 მარტს გადაიზიდა.
ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება BTC-ით SOCAR-სა და Kazmunaigas-ს შორის დადებული ხელშეკრულებით ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანზიტს.
ტანკერი „შუშა“, რომელიც ყაზახური ნავთობის მომდევნო პარტიას მიაწოდებს, აქტაუს პორტიდან 27 მარტს გაემგზავრება.
უახლესი
10 საათის წინ
ლარს არაფერი ემუქრება - პაატა კვიჟინაძე16 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7596 ლარი გახდა18 საათის წინ
Bloomberg-ის სისტემაში ლარი მყარდება