კასპის ტექნოპარკში პროექტ AiTalent-ის დემო დღე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტების პროტოტიპები წარადგინეს.
სამკვირიანი ტრენინგების განმავლობაში პროექტი მოიცავდა ვორქშოპებს, მენტორშიფს, გუნდურ სამუშაოებს, კონკურსებს, ექსპერიმენტებს AI, ML, NLU მიმართულებით. თითოეულ მიმართულებას ჰყავდა შესაბამისი მენტორი/ტრენერი. მონაწილეებმა, შესაბამის თემატურ ჯგუფებში, შესწავლილი საკითხების მიხედვით, შექმნეს კომერციალიზაციის და მასშტაბირების პოტენციალის მქონესტარტაპ იდეები ან/და პროტოტიპი. პროექტში მონაწილეობდნენ 15-19 წლის ახალგაზრდები შიდა ქართლის რეგიონიდან.
პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში ახალგაზრდების მომავლის პროფესიებით დაინტერესებას, ხელოვნური ინტელექტის (AI), მანქანური სწავლების (ML) და ბუნებრივი ენის მოდელების (NLU)დარგების პოპულარიზაციას. პროექტების წარდგენის შემდგომ გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათთემატური პრიზები.
უახლესი
4 საათის წინ
„პლანტველი“ აგროტურიზმის სექტორში შესვლას გეგმავს5 საათის წინ
ინნ დეველოპმენტი გლდანში მეგა პროექტს იწყებს8 საათის წინ
ანანასის იმპორტი 48%-იან ზრდას აჩვენებს21 საათის წინ
თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლა აცხადებს მიღებას