დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კიბერჰიგიენა მცირე ბიზნესისთვის

კიბერჰიგიენა მცირე ბიზნესისთვის

19-07-2023 16:00:06

ინტერნეტი და ინფრომაციული ტექნოლოგიების წრაფი ზრდა წარმოადგენს ორ ძლიერ ფაქტორს მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, რომ სწრაფად აითვისონ ახალი ბაზრები, მოიზიდონ მომხარებები და გაზარდონ ეფექტურობა.  თუმცა, გარდა სტრატეგიული განვითარების ბიზნეს გეგმისა, მცირე ბიზნესებისათვის კიბერჰიგიენის მინიმალური ნორმების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა დაიცვან თავიანთი საქმიანობა, მომხმარებლები და მათ ხელთ არსებული მონაცემები კიბერშეტევისგან, ხოლო საბოლოოდ დაიცვან თავისი რეპუტაცია.

კიბერჰიგიენის კონცეპტი შეიძლება შევადაროთ პირად ჰიგიენას: ადამიანები ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით პრევენციული ქმედებებით,  სწორედ ასე კომპანიებს შეუძლიათ საქმიანობის სიჯანსაღის შენარჩუნება და მონაცემთა დაკარგვის თუ კიბერინციდენტის შემცირება კიბერჰიგიენის კარგი ქცევით თუ პრევენციული ზომებით:

1. პირველ რიგში გააფრთხილეთ ყველა თანამშრომელი გაარჩიონ ფიშინგ შეტყობინებები, რომ უცნობი თუ ნაცნობისგან გამოგზავნილი ბმულებზე (ლინკები) არ უნდა გადავიდნენ და მით უფრო არასდროს გახსნან თანდართული ფაილი, ვინაიდან ის შესაძლოა შეიცავდეს ვირუსს ან მავნე კოდს.   
 

2. უნიკალური მომხმარებელი და რთული პაროლი: ყველა მომხმარებელი, რომელიც გამოიყენებს სისტემას, ინტერნეტ-ბანკს თუ სოციალური მედიის ანგარიშებს და ა.შ. უნდა იყოს სახელობითი (და არა სხვისი ან გენერიული Admin). რთულ პაროლად ითვლება პაროლ-ფრაზა და სხვადასხვა ანგარიშზე უნდა გქონდეთ სხვადასხვა პაროლი და არა ერთიდაიგივე ყველა ანგარიშზე. პაროლები არ უნდა გაუზიაროთ არავის არასდროს ისევე, როგორც არ აზიარებთ პირადი ჰიგიენის ნივთებს;
 

3. მულტიფაქტორული ავთენტიფიკაცია - შიდა სისტემაზე თუ სოციალური მედიის ანგარიშზე გაააქტიურეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია;
 

4. არ გამოიყენოთ ბიზნეს/კორპორატიული ელ-ფოსტა და ანგარიშები პირადი მიზნებისთვის. გამიჯნეთ ერთი მეორესგან თქვენი და კომპანიის უსაფრთხოებისთვის;
 

5. კომპანიაში არსებული ყველა სამუშაო მოწყობილობა იყოს მუდმივად განახლებული: მნიშვნელოვანია აპლიკაციებზე, მონაცემთა ბაზებზე, ოპერაციულ სისტემებზე უახლესი განახლებების დაყენება. სულ მცირე კომპანიას უნდა გააჩნდეს აქტიური ანტივირუსული პროგრამა.
 

6. დაიცავით ფიზიკური სივრცე და კონფიდენციალური ინფორმაციის მქონე კომპონენტები: კომპიუტერზე/ლეპტოპზე მუშაობის დასრულების შემდეგ ჩაკეთეთ ის, სასურველია ასევე გეყენოთ ეკრანის ავტომატურად ჩაკეტვის ფუნქცია. კონფიდენციალურ ინფორმაციაზე დაშვება მიეცით მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის თანამშრომლებს.   გარე მატარებლებზე წვდომა (USB, ა.შ.) ღია დაუტოვეთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც დასაბუთებული აუცილებლობა გააჩნიათ აღნიშნულის;
 

7. ღია დაუცველ Wifi-ზე არ გადაიხადოთ კორპორატიული ბიზნეს ბარათით და ინტერნეტ-ბაკში ოპერაციები არ ჩაატაროთ - გამოიყენეთ თქვენი მობილური ინტერნეტი. კომპანიის WiFi დაიცავით ძლიერი პაროლით და საერთო სამუშაო გარემო უნდა იყოს განცალკავებული და სტუმარი მას არ უნდა უკავშირდებოდეს - სტუმრებისთვის გქონდეთ ცალკე ქსელი (Guest WiFi);
 

8. კრიტიკული ინფორმაციის ასლები - აუცილებლად შექმენით სათადარიგო ასლები თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის, კომერციული, ფინანსური თუ ა.შ. და შეინახეთ ის განცალკავებულად, რომ საჭიროებისამებრ თქვენი საოპერაციო უწყვეტობა უზრუნველყოფილი იყოს და თქვენთვის კრიტიკული მონაცემები ხელმისაწვდომი.
 

9. მოსთხოვეთ პარტნიორებს და მომწოდებლებს საბაზისო უსაფრთხოების პრაქტიკის დადასტურება და განხორციელება, ეხება ეს მონაცემთა გაზიარებას, შენახვას თუ გადაცემას თუ ოფისში ახალი პროგრამის ინტეგრაციას ან ქსელის აწყობას.
 

10. დისტანციური მუშაობისთვის კრიტიკულ სისტემებთან აუცილებლად გამოიყენეთ დაცული არხი, ე.წ. VPN, მულტიფაქტორული ავთენტიფიკაციით.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები