დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ღია WiFi ქსელის გამოყენების საფრთხეები

ღია WiFi ქსელის გამოყენების საფრთხეები

2023-06-27 15:17:29

მოხერხებული და მომხმარებლისთვის სასურველი, ღია WiFI წერტილები კაფეში, მაღაზიაში, აეროპორტში თუ დიდ სავაჭრო ცენტრებში გვიადვილებს იტერნეტთან დაკავშირებას ნებისმიერ დროს ელ-ფოსტის გასაგზავნად, ახალი ამბების გასაცნობად თუ ინტერნეტ-ბანკში შესასვლელად. მაგრამ რამდენად უსაფრთხოა ღია WiFi წერტილზე დაერთება, რა საფრთხეებს შეიცავს დაუცველ ღია WiFi ქსელზე დაერთება განსაკუთრებით ინტერნეტ-ბანკში შესვლისას ან ონლაინ ვაჭრობისას? ესენია:

1. მავნე კოდის და ვირუსების შეღწევა თქვენ მოწყობილობაში

ერთერთი ყველაზე დიდი რისკი ღია WiFi ქსელზე დაერთების არის მავნე კოდის შემცველი პროგრამის ან აპლიკაციის შეღწევა იმ მოწყობილობაზე, რომლითაც ვუკავშირდებით WiFi წერტილს. კიბერთაღლითებს შეუძლიათ მავნე კოდით დაუცველი ღია WiFi ქსელის დაინფიცირება ვირუსით, რომელის შემდგომ გავრცელდება დაერთებულ მოწყობილობაზე.

2. დაუშიფრავი ქსელი და ქსელის მიყურადება

ღია Wifi არის დაუშიფრავი კავშირი და შესაბამისად შესაძლებლობას აძლევს კიბერთაღლითებს ქსელში გაცვლილი ფაილების თუ ინფორმაციის ნაკადის მონიტორინგის, იმ ინფორმაციის, რომლის მიმოცვლაც ხდება მომხარებელსა და სერვერს შორის.  ღია WiFi ქსელზე შეტევის მორიგი გავრცელებული მეთოდი არის ქსელის მიყურადება: კიბერთაღლითები იყენებს მავნე კოდის შემცველ აპლიკაციას დაუცველ ღია WiFi ქსელზე იმისათვის, რომ დისტანციურად დააკვირდეს WiFi წერტილზე დაერთებული მომხარებლის ონლაინ აქტივობას. შედეგად, ნებისმიერი ინფორმაციის მიმოცვლა - მაგ. პაროლის შეყვანა რომელიმე ანგარიშზე (მათ შორის სოც.მედიის), საბარათე მონაცემების შეყვანა ონლაინ მაღაზიაში ვაჭრობისას, ან ნებისმიერი სხვა სენსიტიური ან კონფიდენციალური ინფორმაცია - არის ხილული თაღლითისთვის, მათ შორის ყველა ის ვებ-გვერდი, სადაც შედიხართ.

 

3. მავნე WiFi წერტილი
ხშირად კიბერთაღლითები ქმნიან WiFi დაერთების წერილს, რომლის დასახელება ძალიან მიმსგავსებულია ჩვენი საყვარელი კაფეს, რესტორნის,  სასტუმროს, ან რომელიმე საკონფერენციო დარბაზის დასახელებას იმისათვის, რომ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანონ და ის არა მაგ. ამა თუ იმ დაწესებულების Wifi წერტილს დაუერთდეს, არამედ კიბერთაღლითის მიერ მოწყობილ მავნე წერტილს, რომლის დასახელება თითქმის იდენტურია იმ დაწესებულების  ლეგიტიმური წერტილისა: თქვენ გგონიათ, რომ კაფეს, რესტორნის ან საკონფერენციო დარბაზის Wi-Fi-ს უკავშირდებით, სინმადვილეში კი თაღლითის მახეში ებმევით, აქედან გამომდინარე შედეგებით.

 

როგორ უნდა მოვიქცეთ საფრთხეების შესამცირებლად?

1. არ შეხვიდეთ თქვენ ინტერნეტ-ბანკში ღია დაუცველ WiFi კავშირზე დაერთებით, ნაცვლად გამოიყენეთ თქვენი მობილური ინტერნეტი
 

2. გამოიყენეთ დაცული კავშირი,  ე.წ VPN (virtual private network)- ExpressVPN გაითვალისწინეთ.
 

3. დააკვირდით, რომ დაცულ ვებ-გვერდზე ხართ -  ასეთ ვებ-გვერდების დასახელებამდე გამოსახულია ჩაკეტილი ბოქლომის ნიშანი
 

4. Wifi-ზე დაერთებამდე Clear cache და ასევე გამორთეთ ფაილების გაზიარების ფუნქცია თქვენ მოწყობილობაზე
 

5. გამოიყენეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია თქვენს ყველა ანგარიშებზე
 

6. ლეპტოპზე დააყენეთ დამცავი ფარი თუ ხშირად გიწევთ კაფეში ან საერთო სივრცეში მუშაობა, ამგვარად გვერდზე მყოფებისთვის არ იქნება ხილული თქვენ ეკრანზე აქტივობა
 

7. WiFi ქსელზე მუშაობის დასრულების შემდეგ გამოდით ქსელიდან (კონფიგურაციაში ნახავთ მსგავს ოფციას - დაკავშირების შეწყვეტა, ქსელის დავიწყება)
 

8. მნიშვნელოვანია აქტიური ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა თქვენ მოწყობილობაზე (ლეპტოპით ვინც უერთდება WiFi წერტილების მათთვის განსაკუთრებით საყურადღებო) და მოწყობილობების მუდმივი განახლება
 

9. სახლის WiFi წერტილზეც დააყეენთ ძლიერი/რთული პაროლი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები