წლის ეკონომიკურად აქტიური პერიოდია და შესაბამისად ბიზნეს მოგზაურობის მაჩვენებელიც იზრდება. კერძოდ, იმართება საქმიანი ვიზიტები პარტნიორთან და მნიშვნელოვანი კონფერენციები.
საქმიანი მოგზაური საკმაოდ მოწყვლადია, ვინაიდან მას თან აქვს კონფიდენციალური [ფინანსური, კომერციული, პერსონალური] კორპორაციული ან პერსონალური მოწყობილობები, რომელიც კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, კიბერჰიგიენის წესების დაცვა და დამატებითი სიფრთხილის გამოჩენა ამ მნიშვნელოვანი და ღირებული ინფორმაციის დასაცავად.
რამდენიმე რჩევა, რომელიც საქმიანი ვიზიტით მოგზაურობაში მყოფ ადამიანებს გამოადგებათ:
. დარწმუნდით, რომ ყველა თქვენს მოწყობილობაზე (პერსონალური კომპიუტერი, ტაბი, სმარტფონი) დაყენებულია უახლესი განახლებები, რომ სულ მცირე, თქვენთვის მნიშვნელოვანი მოწყობილობები ცნობილი ვირუსებისა და მავნე პროგრამებისგან იყოს დაცული;
2. ჩაკეტეთ თქვენი მოწყობილობები: დააყენეთ მოწყობილობებზე ძლიერი პაროლი ან PIN კოდი (რომელიც არ იქნება თქვენი ან ოჯახის წევრის დაბადების წელი ან ერთი და იგივე რიცხვების თანმიმდევრობა). უკეთესი იქნება, თუ მოწყობილობაზე წვდომისთვის გამოიყენებთ ბიომეტრიულ დაცვას (თითის ანაბეჭდს ან სახის ამოცნობის ფუნქციას გაააქტიურებთ). თუ მოწყობილობას არ იყენებთ რამდენიმე წუთის განმავლობაშიც კი და გიწევთ მისგან მოშორებით გასვლა, აუცილებლად გადაიყვანეთ „ძილის“ რეჟიმზე;
3. არ გამოიყენოთ ღია დაუცველი WiFi კავშირი საბანკო ანგარიშებზე შესასვლელად ან ონლაინ ვაჭრობისთვის. ნაცვლად გამოიყენეთ თქვენი მობილური ინტერნეტი. გამორთეთ Bluetooth და WIFI -ზე ავტომატური დაკავშირების ფუნქცია: პოტენციური კიბერთავდასხმებისგან თავის არიდების მიზნით, ამ ორის გამოყენების შემდეგ გამორთეთ ისინი;
4. გამოიყენეთ ორმაგი ავთენტიფიკაცია ყველგან, სადაც ამის საშუალებაა, რადგან ის წარმოადგენს თქვენი ონლაინ ანგარიშების დამატებით დაცვას ისე რომ, თქვენი პაროლიც რომ გახდეს ცნობილი კიბერთაღლითებისთვის, თქვენი ავთენტიფიკაციისთვის საჭირო მეორე ფაქტორის ცოდნის გარეშე (იქნებ ეს PIN კოდი, ტოკენი, სახის ამოცნობა თუ თითის ანაბეჭდი, ა.შ.) ამ დაცვის მქონე ანგარიშებზე წვდომა ვერ ექნებათ.
5. მოგზაურობამდე დარწმუნდით, რომ თან წასაღებ მოწყობილობებში არსებული ინფორმაცია რეზერვირებული გაქვთ ან ღრუბლოვან სანახში ან განცალკევებულ ფიზიკურ მატარებელზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენ დაკარგავთ მოწყობილობას ან ის სხვადასხვა მიზეზით დაზიანდება. კრიტიკულია, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი მონაცემების ასლები მისაწვდომი იყოს სხვა სისტემაზე ან სივრცეში.
6. შეზღუდეთ ადგილმდებარეობის გაზიარება: როდესაც თქვენ აზიარებთ თქვენი გადაადგილების ყოველ დეტალსა და ადგილმდებარეობას, კიბერკრიმინალებისთვის ადვილი მისახვედრია, რა დროს არ იმყოფებით სასტუმროში, სახლში თუ ოფისში.
7. თავი შეიკავეთ საჯარო სივრცეში განთავსებული დამუხტვის წერტილების გამოყენებისგან: კიბერკრიმინალებს შეუძლიათ მავნე კოდის ან სათვალთვალო პროგრამის გადაცემა შეერთებულ მოწყობილობაზე, რომელსაც შემდეგ წვდომა ექნება პაროლებზე და მოწყობილობაში არსებულ სხვა მონაცემებზე. გამოიყენეთ საკუთარი დამუხტვის საშუალებები.
უახლესი
4 საათის წინ
თბილისი ჰილს სამთო გარბენი4 საათის წინ
რაგბის ტური გენუასა და ნიცაში - TBC Concept23 საათის წინ
რა სიახლეებსა სთავაზობს Kvareli Lake Resort-ი ვიზიტორებს