დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი გაორმაგდა და ₾2,1 მილიარდს მიაღწია - ეკატერინე მიქაბაძე

კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი გაორმაგდა და ₾2,1 მილიარდს მიაღწია - ეკატერინე მიქაბაძე

2024-05-02 13:00:00

კაპიტალის ბაზრის, კონკრეტულად, სასესხო ბაზრის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოში, რადგან ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული წყაროა და საბოლოოდ ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სებ-ის საბჭოს წევრმა და ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ განუცხადა. 

„საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით, 2023 წელი გამორჩეული იყო, თითქმის გაორმაგდა კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარი და 2,1 მილიარდ ლარს მიაღწია. 

აღსანიშნავია, ასევე ის, რომ დღევანდელი პანელის თემა მდგრადი, სოციალური და გენდერული მიმართულებაც ვითარდება. ასეთი კარგი ტენდენციების საფუძველია, ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადადგა მთავრობასთან ერთად, არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა განხორციელდა. ამაში ჩართული იყო ეროვნული ბანკი, არაერთი კანონი მივიღეთ, რომელმაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყო ხელი და ამ მიმართულებით ჩვენ განვაგრძობთ განვითარებას“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ. 

მისი თქმით, ხორციელდება კონკრეტული პროგრამები, რაც სტიმულს მისცემს კაპიტალის ბაზარს.

„აწარმოე საქართველოში“ ეგიდით, USAID-ის მონაწილეობით და სებ-ის უშუალო ჩართულობით, ახალი პროგრამა დაიწყო, რომელიც დაეხმარება კომპანიებს მომზადებისა და კაპიტალის ბაზარზე გამოსვლის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ხელშემწყობი ინიციატივები. ასევე ეროვნული ბანკი მუშაობს რეგულაციის გაფართოებაზე, რათა საპენსიო ფონდს განვითარების უფრო მეტი საშუალება ჰქონდეს“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები