კომპანია „პლანეტარიუმის“ გაყიდვებისა და პროექტების განვითარების მენეჯერი ვალერი სოხურაშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ საქართველოში პორტატულ ელექტროსადგურებზე მოთხოვნა იზრდება.
„2023 წელს გავხდით ამერიკული ბრენდის JACKERY -ის წარმომადგენლები. ეს კომპანია აწარმოებს პორტატულ ელექტროსადგურებს. ამ დანადგარების მეშვეობით ყოველთვის არის შესაძლებელი ყოფნა ონლაინ რეჟიმში. ეს მოწყობილობა იმუხტება როგორც როზეტიდან, ასევე მანქანის კვების წყაროდან. თუ მომხმარებელი შეიძენს დამატებით მზის პანელს, პორტატული ელექტროსადგურისთვის კვების წყაროდ ესეც გამოდგება“, - ამბობს კომპანია „პლანეტარიუმის“ გაყიდვებისა და პროექტების განვითარების მენეჯერი.
კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, პორტატული ელექტროსადგურები არის სხვადასხვა კატეგორიის, რომელსაც საქართველოში ძირითადად ტურისტები და კემპინგის მოყვარულები ყიდულობენ.
„რაც უფრო მსუბუქია პორტატული ელექტროსადგური, მისი სიმძლავრე უფრო დაბალია. რაც უფრო მაღალია ამ დანადგარის სიმძლავრე, დატენვის დრო უფრო მცირეა. მაგალითად, ერთ კილოვატიანი პორტატული ელექტროსადგურის დამუხტვას დაახლოებით 2 საათი სჭირდება, ხოლო მისი მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე თუ რა დანადგარებს მიაერთებს მომხმარებელი.
ჩვენს პროდუქციას ძირითადად ტურისტები ყიდულობენ და კემპინგის მოყვარულები. ასევე ის ადამიანები, ვისაც უყვართ აგარაკებზე დასვენება, IT სპეციალისტები, ისინი ვინც დისტანციურად მუშაობს, ასევე მაღალი გამავლობის მანქანების მძღოლები“, - ამბობს კომპანია „პლანეტარიუმის“ გაყიდვებისა და პროექტების განვითარების მენეჯერი.
„პლანეტარიუმი“ პორტატულ ელექტროსადგურებზე მოთხოვნის ზრდის ფონზე კიდევ ორი ამერიკული ბრენდის შემოყვანას გეგმავს. პორტატულ ელექტროსადგურების ფასები 1100 ლარიდან 15 000- ლარამდეა. ყველაზე დაბალი სიმძლავრე 240 ვატია.
უახლესი
10 საათის წინ
ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა სრულად გაჩერდა11 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7427 ლარი გახდა12 საათის წინ
„ვილა მოსავალი“ ბაზარზე ახალ პროდუქტს გამოიტანს