დღეს სმარტფონების უმეტესობას მობილური ინტერნეტის გაზიარების ფუნქციონალი აქვს, რის საშუალებითაც ფაქტობრივად, Wifi წერტილი ხდება ჩვენი ტელეფონი მიმღებისთვის ერთგვარი ინტერნეტ ჰაბი, რომელიც ჩვენთვის და ნაცნობი პირისთვის და მისი მოწყობილობისთვის აზიარებს ინტერნეტს.
მაგრამ, როგორც სახლის ქსელის უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ კიბერსაფრთხეების შესამცირებლად, რამდენიმე კარგი პრაქტიკა გვაქვს მობილური კავშირის გაზიარებისას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:
თუ ვთქვათ, ვინმე შეძლებს თქვენი მობილური mobile hotspot-ის გატეხას, მათ შეეძლებათ თქვენს ტელეფონში შენახული მონაცემების მოპოვებას (არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მობილურ ინტერნეტის ლიმიტს მალე ამოგიწურავენ). მონაცემები კი შესაძლოა, იყოს სხვადასხვა - ფინანსური, საბარათე და მათ შორის პერსონალური. როგორ გავხადოთ ინტერნეტის გაზიარება და ჩვენი mobile hotspot-ი (მობილური ინტერნეტის გაზიარების წერტილი) უფრო უსაფრთხო?
1. პირველ რიგში, უნდა შევცვალოთ ჩვენ მობილური ინტერნეტის წყაროს (mobile hotspot/Network name) დასახელება;
2. დავაყენოთ ძლიერი პაროლი (გამოვცვალოთ ავტომატურად დაყენებული, რაც მოჰყვა მობილურ მოწყობილობას), რომელიც სულ მცირე 12 სიმბოლოსგან იქნება შემდგარი. თუ თქვენ ხშირად აზიარებთ მობილურ ინტერნეტს, კარგი პრაქტიკაა ამ პაროლის პერიოდული შეცლა (შეგიძლიათ ასევე პაროლების გენერატორის გამოყენება)
3. გამოიყენეთ VPN (იდეალურია VPN-ის გამოყენება, როგორც თქვენ მოწყობილობაზე, როგორც hotspot-ზე, ისე მიმღებ მოწყობილობაზე, რომელსაც უკავშირდებით თქვენი ინტერნეტით);
4. გამორთეთ hotspot-ი, შეწყვიტეთ გაზიარება, როგორც კი ის გასაზიარებელი ობიექტისთვის და მისი მოწყობილობისთვის აღარ არის საჭირო.
უახლესი
26 წუთის წინ
თურქეთში ინფლაცია 49,38%-მდე შემცირდა