დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ კარგავენ ოფშორული ზონები მიმზიდველობას და რას აკეთებს საქართველო დამატებითი აქტივების მისაღებად - ლევან დავითაშვილის განმარტება 

რატომ კარგავენ ოფშორული ზონები მიმზიდველობას და რას აკეთებს საქართველო დამატებითი აქტივების მისაღებად - ლევან დავითაშვილის განმარტება 

2024-04-26 11:00:00

სამწუხარო პროცესია, რომ ჩვენთან მიღებული საკანონმდებლო ინიციატივები უფრო გადადის პოლიტიკურ ჭრილში, შინაარსზე მსჯელობა ნაკლებია, - ასე გამოეხმაურა ქვეყნის პირველი ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი „იმედის დილის“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებაში ე.წ. ოფშორების კანონითაა ცნობილი. 

დავითაშვილის თქმით, ოფშორული ზონები, ბოლო წლების განმავლობაში, მიმზიდველობას კარგავენ და შესაბამისად ამ კაპიტალის რელოკაცია ხდება.

„ამ კანონის გარშემოც მოვისმინეთ სპეკულაციები, რომ ეს შესაძლოა რეპუტაციულად დამაზიანებელი იყოს. თუმცა საუბარი იმაზე თუ რა კუთხით ან როგორ შეიძლება დააზიანოს - არ ყოფილა. ვერ მოვასმენინეთ ვერანაირი არგუმენტი ამასთან დაკავშირებით. ხოლო სიკეთეები, რომელიც შეიძლება მსგავსი ტიპის საგადასახადო შეღავათებმა მოიტანოს, თქვენ სწორად აღნიშნეთ, დღეს მსოფლიოში არის ტენდენცია, რომ მოიზიდონ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებიდან კაპიტალი. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ტიპის ზონები და ასეთი ტიპის ქვეყნები გარკვეულ მიმზიდველობას კარგავენ ბოლო წლების განმავლობაში. მათ შორის ძირითადი ეკონომიკური ცენტრების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად. შესაბამისად ამ კაპიტალის რელოკაცია ხდება, ეს არის ტენდენცია, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ მთელს მსოფლიოში და ამ კუთხით საქართველომაც, რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი საკუთარი სიკეთე მივიღოთ. სწორედ ამას ემსახურებოდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს, რომ საგადასახადო შეღავათები დაწესდეს, არ იყოს საგადასახადო ბარიერი იმ შემთხვევაში თუ მოხდება კაპიტალის რელოკაცია და დავამაგრებთ კაპიტალს ჩვენს ქვეყანაში. ასე, რომ ამ კუთხით პოზიტიური შედეგები შეიძლება იყოს, ჩამოვიდეს ქვეყანაში აქტივი ეს იყოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი, მოვიზიდოთ კაპიტალი და რა თქმა უნდა ეს ეკონომიკურ ზრდას უწყობდეს ხელს. ხოლო მეორეს მხრივ რაც შეეხება იმ სპეკულაციებს, რომელიც ეხებოდა რეპუტაციულ ზიანს, მათ შორის ფულის გათეთრებას და მსგავსს, ვფიქრობ ამაზეც მკაფიო განმარტებები გააკეთეს შესაბამისმა უწყებებმა. მათ შორის საბანკო სისტემამ. იცით, რომ გადარიცხვები და ტრანსაქციები ოფშორსა თუ ონშორს შორის დღესაც არ იბეგრება, ამ შემთხვევაშიც მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს კონკრეტული მიდგომები, რომელიც ეხება ფულის გათეთრების წინააღმდეგ ღონისძიებებს, რომელიც დანერგილია ჩვენს ყველა ბანკში. ყველაფერი ის ამ შემთხვევაშიც განხორციელდება, კანონის მიღების შემთხვევაში, რაც დღესაც ხორციელდება. შესაბამისად ჩვენი საბანკო სისტემა თანხვედრაში იქნება საერთაშორისო მაღალ სტანდარტებთან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

უახლესი

16 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები