დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„რუხი დედოფალი“კატარში მაღაზიას ხსნის და დუბაიში ექსპორტისთვის ემზადება

„რუხი დედოფალი“კატარში მაღაზიას ხსნის და დუბაიში ექსპორტისთვის ემზადება

2024-05-10 15:00:00

კატარსა და საუდის არაბეთის ბაზრებზე შევედით. ექსპორტზე გავიტანეთ თაფლისა და ფუტკრის სხვა პროდუქტების ბაზაზე დამზადებული კოსმეტიკა, ტანისა და სახის მოვლის საშუალებები, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თაფლის მწარმოებელი კომპანიის „რუხი დედოფლის“ დამფუძნებელმა თამარ კვარაცხელიამ განუცხადა.

„ინტერესი იყო 2023 წლის გაზაფხულიდან. კატარში გვყავს ინვესტორი, რომელიც უზრუნველყოფს დისტრიბუციას და მალე მაღაზიაც გაიხსნება, სადაც „რუხი დედოფლის“ ბრენდით კოსმეტიკა, თაფლი და სხვა პროდუქტები გაიყიდება“, - აცხადებს თამარ კვარაცხელია. 

„რუხი დედოფლის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მათთვის ძირითადად პრიორიტეტია აღმოსავლური ქვეყნები. თუმცა მომავალში სხვა მიმართულებითაც გეგმავენ განვითარებას.

„2024 წელს საექსპორტო ბაზრების კუთხით დავიმატეთ საუდის არაბეთი და ბაჰრეინი. ვგეგმავთ საწყობი გავხსნათ დუბაიში, რადგან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან. ამიტომ ჩვენთვის ამ ქვეყანაში საწყობის გახსნა, ლოგისტიკის მიმართულებით გამართლებული იქნება. ვფიქრობთ, რომ გალფის ქვეყნებში ჩვენი პროდუქცია სათანადოდ იყოს წარმოდგენილი“, - ამბობს თამარ კვარაცხელია.

„რუხი დედოფალი“ აწარმოებს ტუჩის გლოსებს, სკრაბს, ეთერზეთებს პროპოლისის ექსტრაქტზე და სახის საცხებს. ეს ნაწარმი მხოლოდ ექსპორტზე გადის, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ მალე ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება.

„რუხი დედოფლის” თაფლის საწარმო წალენჯიხაში მდებარეობს. კომპანიის წარმადობა წლიურად 8 ტონა თაფლია. 2023 წელს კი 2 ტონა თაფლი აწარმოეს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები