დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო ავოკადოს

სად ყიდულობს საქართველო ავოკადოს

2024-05-06 18:00:00

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 543.40 ტონა ავოკადო იყიდა, რაშიც 2,737.63 ათასი დოლარი გადაიხადა. ეს მაჩვენებელი კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან  27%-იან ზრდას აჩვენებს. 2023 წლის იანვარ-მარტის სტატისტიკით ქვეყანაში 427.16 ტონა ავოკადოს იმპორტი განხორციელდა.

პირველ კვარტალში საქართველოში ავოკადოს იმპორტი 4 ქვეყნიდან განხორციელდა, თუ,მცა 72%-იანი წილით ლიდერი თურქეთია:

  • თურქეთი - 389.95 ტონა,
  • ნიდერლანდები - 134.26  ტონა,
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 19.17  ტონა,
  • საფრანგეთი - 0.02  ტონა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოში ავოკადოს იმპორტის რეკორდი დაფიქსირდა.2023 წელს ქვეყანამ 1,700.84 ტონა ავოკადო იყიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 70%-იანი ზრდაა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები