დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს „ქართული კუთხეების ფესტივალი“ უფრო მასშტაბური იქნება - „წისქვილი ჯგუფი“

წელს „ქართული კუთხეების ფესტივალი“ უფრო მასშტაბური იქნება - „წისქვილი ჯგუფი“

2024-05-10 22:50:00

„წისქვილი ჯგუფის“ ორგანიზებით, თბილისში, მეიდანზე „ქართული კუთხეების ფესტივალი 2024“ გაიმართება. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს.

„2023 წელს, “წისქვილი ჯგუფმა“ საფუძველი ჩაუყარა ,,ქართული კუთხეების ფესტივალს“, რომლის მთავარი იდეა, ქართული კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიის, ღვინის და გასტრონომიის უკეთ გაცნობა და პოპულარიზაციაა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის. წელს ფესტივალმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო და „მეიდან ჯგუფთან“ პარტნიორობით, 1-2 ივნისს, სიონის ქუჩაზე, ყველაზე ტურისტულ ზონაში გაიმართება“, - აცხადებენ „წისქვილი ჯგუფში“.

„ქართული კუთხეების ფესტივალზე“ შედეგი კუთხეები იქნება წარმოდგენილი: იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია და რაჭა.

„ეს კუთხეები ქორეოგრაფიული და ფოლკლორული წარმოდგენებით, ასევე გასტრონომიით წარმოაჩენენ მდიდარ ქართულ და ავთენტურ მემკვიდრეობას. სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ცეკვების ფონზე, დააგემოვნონ ავთენტური ქართული კერძები, ქართული ღვინო და ნაწარმი. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს წამყვანი ღვინის კომპანიები და ასევე მცირე მარნები. გაიმართება დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა, ასევე ღონისძიებას უერთდება ღვინის მუზეუმი, ფესტივალის სტუმრებისთვის ორი დღის განმავლობაში უფასო იქნება მუზეუმში ვიზიტი. ასევე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნებათ ისიამოვნონ საინტერესო ქართული ხელნაკეთი ნივთების დათვალიერებით, რომლის შეძენასაც, რა თქმა უნდა, ადგილზე შეძლებენ“, - აცხადებენ „წისქვილი ჯგუფში“.

„ქართული კუთხეების ფესტივალის“ პარტნიორია „გაეროს ქალთა ორგანიზაცია“, რომლის ეგიდითაც 10 მეწარმე ქალი ერთვება ფესტივალში.

„სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყობა ფერადი და მხიარული საბავშვო ზონა, სადაც შშეძლებენ თავი შეიქციონ მრავალფეროვანი გასართობი აქტივობებით. ფესტივალ იმართება სიონის ქუჩა #1 და დასწრება თავისუფალია“, - აცხადებენ წისქვილი ჯგუფში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები