დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ ყიდულობს თბილისში უძრავ ქონებას და როგორია ტენდენცია - Galt & Taggart-ი

ვინ ყიდულობს თბილისში უძრავ ქონებას და როგორია ტენდენცია - Galt & Taggart-ი

2024-05-02 11:00:00

2024 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული დეველოპერების მიერ გაყიდული ბინების ჯამური რაოდენობა წლიურად მცირედით 2.7%-ით შემცირდა, რაც ნაწილობრივ გასაყიდად დარჩენილი ბინების შემცირებულ რაოდენობას ასახავს, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეები ქმნიან, რაც მთლიანი გაყიდვების 85%-ს შეადგენს.

ამასთან, რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეებს თითოეულს 4%-იანი წილი უჭირავს ჯამურ გაყიდვებში.

გასაყიდი ბინების ანალიზის საფუძველზე ბაზარზე ძლიერი მოთხოვნა ნარჩუნდება. 2023-24 წლებში დაწყებული პროექტების თითქმის ნახევარი უკვე სრულიად გაყიდულია. გარდა ამისა, პროექტებში რომლებიც მიმდინარე წელს სრულდება, ბინების მხოლოდ 18% არის გასაყიდად ხელმისაწვდომი.

გაყიდული ბინების რაოდენობა

2024 წლის მარტში თბილისში 2,991 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 13.0%-იანი (და თვიურად 13.2%-იანი) შემცირებაა.

ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (-5.2% და -18.7% წ/წ, შესაბამისად).

2024 წლის მარტში დარეგისტრირებული ტრანზაქციების თითქმის ნახევარი დაფიქსირდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და გლდანის რაიონებში. აღსანიშნავია, რომ გაყიდვები მხოლოდ გლდანსა (+4.9% წ/წ) და დიდუბეში (+2.6% წ/წ) გაიზარდა.

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1000/მ 2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.

ფასები 2024 წლის მარტში

პირველად ბაზარზე ბინის ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა (თვიური 0.4%-იანი და წლიური 15.1%-იანი ზრდა). მსგავსად, ფასები გაიზარდა მეორად ბაზარზეც (თვიური 3.9% და 2.7% ზრდა ახალ და ძველ პროექტებზე, შესაბამისად).

ბაზრის ზომა

2024 წლის მარტში თბილისში 229.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 8.4%- იანი კლებაა. აღსანიშნავია, რომ ჯამურად 2024 წლის პირველ კვარტალში 717.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 9,506 ბინა გაიყიდა (+2.5% წ/წ და - 2.4% წ/წ, შესაბამისად).

ქირა

2024 წლის მარტში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიური 0.2%-იანი შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ბინის საშუალო ქირას კლების ტენდენცია აქვს.

სამშენებლო ნებართვები

2024 წლის პირველ კვარტალში 44 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის. ამ ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 364,591 მ 2 -ს შეადგენს (-13.5% წ/წ). ამ პერიოდში ნებადართული საცხოვრებელი ფართის 21% საბურთალოზე იყო გაცემული, რასაც დიდი დიღომი (17%) და დიდუბე (16%) მოსდევს

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები