დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხელოვნური ინტელექტის გამო ადამიანებს მუშაობა აღარ მოუწევთ - ილონ მასკი

ხელოვნური ინტელექტის გამო ადამიანებს მუშაობა აღარ მოუწევთ - ილონ მასკი

2023-11-03 10:23:53

ხელოვნური ინტელექტი (AI) საბოლოოდ გაათავისუფლებს ადამიანებს მუშაობის საჭიროებისგან.

The Telegraph-ის ცნობით, ამის შესახებ ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს რიში სუნაკს განუცხადა.

”დადგება მომენტი, როდესაც მუშაობა საჭირო აღარ იქნება, თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ, თუ ეს პირადი კმაყოფილებისთვის გსურთ,” - თქვა მან.

ამას არ დაეთანხმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც თვლის, რომ „შრომა ადამიანების ცხოვრებას აზრს ანიჭებს“.

გარდა ამისა, ილონ მასკმა მოუწოდა სუნაკს დიდ ბრიტანეთში ბიზნესებისთვის საგადასახადო შეღავათები დააწესოს, რათა წაახალისოს ისინი, რომ ტექნოლოგიების სექტორში ახალი ინოვაციური კომპანიები შექმნან. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები