დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქუვეითი საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტით ინტერესდება

ქუვეითი საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტით ინტერესდება

2023-03-04 19:00:29

ქუვეითი საქართველოდან რამდენიმე სახეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტით ინტერესდება, - ამის შესახებ Busieness Insider Georgia-ს აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ განუცხადა

„მათ შორის არის ცოცხალი ცხვარი, ასევე ნატურალური წვენები და მინერალური წყალი. ეს კონკრეტული საკითხები სომხეთში ვიზიტისას ქუვეითის ელჩთან შეხვედრისას განვიხილეთ“, - ამბობს ცირდავა.

მისივე თქმით, ბიზნესპალატა ასევე აქტიურად თანამშრომლობს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან. საიდანაც არის მზარდი ინტერესი საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტზე.

რას შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს ქუვეითთან, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოდან ამ ქვეყანაში ექსპორტზე $26 ათასის ღირებულების პროდუქცია გავიდა.

2022 წლის იანვარში $41,3 ათასის, ხოლო 2021 წლის იანვარში - $341,2 ათას ღირებულების პროდუქცია ექსპორტირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ქუვეითთან სავაჭრო ბრუნვამ $2,164.9 ათასი შეადგინა, ხოლო 2021 წელს 2,085.7 ათასი.

საქართველოს საგარეო ვალი ქუვეითთან მიმართებით $11,9 მილიონს შეადგენს. რაც შეეხება ინვესტიციებს, 2021-2022 წლებში, ამ ქვეყნიდან საქართველოში კაპიტალდაბანდება არ განხორციელებულა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საქართველოში ქუვეითის ინვესტიციით ჰესის აშენება იგეგმებოდა. თუმცა პროექტის განხორციელება გადაიდო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები