დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Madrid Fusión-ზე წარდგენა საქართველოს გასტრო კულტურას ახალ საფეხურზე გადაიყვანს - მაია ომიაძე

Madrid Fusión-ზე წარდგენა საქართველოს გასტრო კულტურას ახალ საფეხურზე გადაიყვანს - მაია ომიაძე

2024-01-15 15:56:00

29-31 იანვარს, ესპანეთში, Madrid Fusión 2024-ში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
“Madrid Fusión გასტრონომიის თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში ყველაზე რეპუტაციული კონგრესია, სადაც წელს, პირველად, საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ჩვენს ქვეყანას წარადგენს შეფმზარეული დავით ნარიმანიშვილი, რომელიც მთელ მსოფლიოს გააცნობს საქართველოს, როგორც გასტრონომიის, კულტურის დიდი ტრადიციების ქვეყანას,“-განაცხადა მაია ომიაძემ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით კონგრესზე საქართველოს ორი სტენდი იქნება წარმოდგენილი.
„ჩვენ სტენდები დაეთმობა ქართულ გასტრონომიას, ასევე ღვინოს, სადაც სომელიეები მთელ მსოფლიოს მოუყვებიან ქართული ღვინის, 8 ათას წლოვანი უწყვეტი ტრადიციის შესახებ. გასტრონომია და ღვინო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული პროდუქტია ჩვენი ქვეყნისთვის და ვფიქრობ საქართველოს, როგორც გასტრონომიული კულტურის მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყნის წარდგენა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადრიდში თავს მოიყრიან გავლენიანი ექსპერტები, კრიტიკოსები, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, მათ თვალსაწიერში მოხვდება საქართველო, როგორც განსხვავებული გემოების მიმართულება. ვფიქრობ, Madrid Fusión-ზე საქართველოს წარდგენა გასტრო კულტურას ახალ საფეხურზე გადაიყვანს“,-აცხადებს მაია ომიაძე.
Madrid Fusión 2024-ზე საქართველო სტუმრის სტატუსით იქნება წარდგენილი.
საერთაშორისო გასტრო კონგრესზე ესპანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, აშშ, არგენტინა, კოლუმბია, კორეა, ფილიპინები, ჩილე და სხვა ქვეყნები მონაწილეობენ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები