დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოსალოდნელია თუ არა შოკოლადის გაძვირება

მოსალოდნელია თუ არა შოკოლადის გაძვირება

2024-03-19 20:00:00

განასა და კოტ-დ'ივუარში კაკაოს გადამამუშავებელი ქარხნების შეჩერების გამო მთელ მსოფლიოში შოკოლადის ფასების ზრდაა მოსალოდნელი. ქარხნები იხურება ნედლეულზე ფასების ზრდის გამო, - აცხადებენ სავაჭრო წყაროებმა.

„შოკოლადის მწარმოებლები პროდუქციას ნედლი კაკაოსგან ვეღარ ამზადებენ და ეყრდნობიან გადამამუშავებელ ქარხნებს. თუმცა, გადამამუშავებელი ქარხნები ამბობენ, რომ კაკაოს მარცვლის ყიდვის საშუალება არ აქვთ. კაკაოს მარცვლებზე ფასების ზრდამ 2024 წელს უკვე 50%-ს გადააჭარბა. მარტის დასაწყისში დადგინდა კაკაოს მარცვლის გაცვლითი ფასის ისტორიული მაქსიმუმი - ტონაზე 7 ათასი დოლარი“, - იუწყება Reuters სავაჭრო წყაროებზე დაყრდნობით.

კაკაოს საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICCO) ელოდებიან, რომ ამ ნედლეულის მსოფლიო წარმოება მიმდინარე სეზონზე 10,9%-ით, 4,45 მილიონ ტონამდე შემცირდება. ICCO-ს ინფორმაციით, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსის გამო ამ სეზონზე 374 ათასი ტონა კაკაოს მარცვლის დეფიციტი იქნება. გასულ სეზონზე ეს მაჩვენებელი 74 ათას ტონას შეადგენდა.

ICCO-ს მონაცემებით, კაკაოს გლობალური წარმოება ორი წლის განმავლობაში მოთხოვნას არ აკმაყოფილებდა. ამავდროულად, მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო წელს (რომელიც დაიწყო 2023 წლის 1 ოქტომბერს), ვითარება ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეიცვალოს და საქონლის გლობალური დეფიციტი გარანტირებულად შენარჩუნდება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები