დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ნოვაგი“ ბიომარწყვის შემდეგ, ბოსტნეულის წარმოებას იწყებს

„ნოვაგი“ ბიომარწყვის შემდეგ, ბოსტნეულის წარმოებას იწყებს

2024-04-18 14:00:00

საქართველოს ბანკი აგროპროექტების ხელშეწყობას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით „ნოვაგი“ სასათბურე მეურნეობას აფართოებს. პროექტი 500 კვ.მ.-ზე გაშენებულ მარწყვის სათბურებს აერთიანებს.

როგორც Business Insuder Georgia-ს კომპანია „ნოვაგის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ჯოლოგუამ განუცხადა, წელს ზაფხულის სეზონზე ადგილობრივ ბაზარს 300 კილომდე ბიო მარწყვს მიაწვდის.

„ნოვაგის“ სასათბურე მეურნეობა ბანკიდან დაფინანსების მიღების შედეგად გაფართოვდა. საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 40,000 ლარს უტოლდება

გიორგი ჯოლოგუა ამბობს, რომ წელს ბიომეურნეობას კიდევ 5 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენდება და „ნოვაგი“ შერეული ბოსტნეულის წარმოებას დაიწყებს.

„მარწყვიც გვექნება, თუმცა ძირითადი აქცენტი ბოსტნეულზე გაკეთდება. ვგეგმავთ კიტრი-პომიდვრის, ბროკოლის, სატაცურის, მწვანილის წარმოებას. სათბურში იმ ბოსტნეულს მოვიყვანთ, რომელიც ღია გრუნტზე იჩაგრება, ხოლო ღია გრუნტზე გვექნება ბროკოლი, სატაცური.  ბიო-ბოსტნეულის შემთხვევაში გვაქვს მოლოდინი, რომ სასათბურე მეურნეობებში მივუღებთ 10 ტონამდე პომიდვრის, 12-ტონამდე კიტრისა და 3 ტონამდე ბულგარული წიწაკის მოსავალს. ასევე ვგეგმავთ კომპანიონი მცენარეების ერთად დარგვას“, - ამბობს გიორგი ჯოლოგუა.

„ნოვაგის“ დამფუძნებელი და დირექტორი, Business Insider Georgia-სთან ასევე ბიომეურნეობებში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

პირველია კადრების დეფიციტი, ხოლო მეორე ბიომეურნეობების სიმცირე, რაც ქსელის შენარჩუნებას აფერხებს.

„კვალიფიციური კადრების დეფიციტია ქვეყანაში. რთულია საბოლოოდ კვალიფიციური მუშა-ხელის მოძიება. მეორეა, ის რომ საქართველოში ცოტაა ბიომეურნეობა, ასევე ჩვენს მიმდებარედაც და საკმაოდ რთულია ქსელის შენარჩუნება.  ჩვენ ორ ჰექტარზე გვაქვს ბიომეურნეობა და მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ მიკროფლორა და სასარგებლო მწერები მავნე ზემოქმედებისგან.

რთულია მოსავლის მიღება, როცა შხამქიმიკატებს არ ვიყენებთ და უხეში ჩარევა არ ხდება ჩვენი მხრიდან, რადგან, ძალიან დიდი რისკია მოსავლის გაფუჭების. ორი წლის წინ მარწყვის სათბურში დაავადებას ვერ მოერია ბიოპრეპარატი და ნახევრად მსხმოიარე სანერგე მასალის ამოძირკვა მოგვიწია და განადგურება, რომ დაავადება არ გავრცელებულიყო, რაც დიდ ზარალთან იყო დაკავშირებული“, - ამბობს „ნოვაგის“ დამფუძნებელი .

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 საათის წინ

12 საათის წინ

13 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები