დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ლონდონის ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების ფასი

როგორ იცვლებოდა ლონდონის ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების ფასი

2024-01-22 12:49:00

Galt & Taggart-ის 14-18 იანვრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები, კვირის ჭრილში შემცირდა, თუმცა წინა თვესთან შედარებით, გაიზარდა. თვიდან თვემდე საქართველოს ბანკის აქციები 15%–ზე მეტით გაძვირდა.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.33% წინა კვირასთან შედარებით და +2.58% გასულ თვესთან შედარებით.

ვაჭრობის მოცულობამ 159 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.75 - 39.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 35 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 29.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.68% წინა კვირასთან შედარებით და +4.59% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 147 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.90 - 29.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 28 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.68 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.75% წინა კვირასთან შედარებით და +6.80% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 316 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.56 - 11.04 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 148 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები