დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია სახელმწიფო საშინაო ვალის სტატისტიკა

როგორია სახელმწიფო საშინაო ვალის სტატისტიკა

2024-04-17 18:00:00

მთავრობის საშინაო ვალი ზრდას აჩვენებს. ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2024 წლის მარტის ბოლოსთვის მთავრობის საშინაო ვალი 8 801 534 500 ლარს შეადგენდა, რაც თებერვლის ბოლოსთვის არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით 2%-იან ზრდას გულისხმობს, ხოლო 2023 წლის მარტის ბოლოს არსებულ მაჩვენებლებთან 22%-იანი ზრდას. 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით მთავრობის საშინაო ვალის მოცულობა 8 586 970 100 ლარს შეადგენდა, ხოლო 2023 წლის მარტის  მდგომარეობით 7 240 905 300 ლარს.

მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით კი მთავრობის საშინაო ვალში სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი 97%-ი იყო.

უფრო კონკრეტულად

სახაზინო ფასიანი ქაღალდები - 8 548 442 700 ლარი.

სახაზინო ვალდებულებები (1 წლამდე ვადის მქონე) - 382 598 600 ლარი,

სახაზინო ობლიგაციები (1 წელზე მეტი ვადის მქონე) -   8165 844 100 ლარი.

სხვა ფასიანი ქაღალდები - 222 846 000 ლარი,

ობლიგაცია სებ-ისთვის - 40 846 000 ლარი,

ობლიგაციები ღია ბაზრის ოპერაციებისთვის - 182 000 000 ლარი,

საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებული ვალი * - 30 245 800 ლარი.

* საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებული ვალის ოდენობაში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, გათვალისწინებულია სამთავრობო სექტორისათვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სესხის სახით არსებული ვალი 2022 წლის დეკემბრიდან.

საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალი – ეროვნული ვალუტით გამოსახული საქართველოს სახელმწიფო ვალის შემადგენელი ნაწილი; იმ ძირითადი თანხების ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმნა საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეუსრულებელი პირდაპირი ვალდებულებებით, აგრეთვე საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსებიდან მიღებული თანხებით;

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

6 საათის წინ

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები