დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი კომპანიების ქსელებში გაიაფდა საწვავი 2023 წლის იანვარ-თებერვალში - ოფიციალური სტატისტიკა

რომელი კომპანიების ქსელებში გაიაფდა საწვავი 2023 წლის იანვარ-თებერვალში - ოფიციალური სტატისტიკა

2023-02-21 17:10:35

რეალურად რამდენით გაიაფდა საქართველოში საწვავი 2023 წლის იანვარ-თებერვალში და როგორი იყო ფასის კლების დინამიკა, Business Insaider Georgia-მ ოფიციალური მონაცემები მოიპოვა.

სტატისტიკის თანახმად, „რეგულარის“ მარკის საწვავის ფასი ტაბლოს მონაცემებით 2022 წლის 1-ელ იანვარს ბრენდირებულ ქსელებში 3,04 -დან 3,15 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

არაბრენდირებულ მცირე ქსელებში კი 2,99 ლარი ღირდა. 2023 წლის 1-ელ იანვარს „რეგულარის“ მარკის საწვავის ფასი კვლავ ტაბლოს მონაცემებით  ბრენდირებულ ქსელებში 2,79 -დან 2,99 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

არაბრენდირებულ მცირე ქსელებში კი „რეგულარის“ მარკის საწვავი 2,35 ლარი ღირდა. „რეგულარის“ მარკის საწვავის ფასი 2023 წლის 20 თებერვალს ბრენდირებულ ქსელებში 2,39-დან 2,69 ლარის ფარგლებში მერყეობდა ხოლო არაბრენდირებულ ქსელებში ფასი 2,20 ლარს შეადგენდა.

პრემიუმის მარკის საწვავის ფასის დინამიკა - წყარო: კონკურენციის სააგენტო

ევრო დიზელის ფასების დინამიკა - წყარო: კონკურენციის სააგენტო

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულების პარალელურად სამინისტროების მიერ სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა დააანონსა, რომელიც ქვეყანაში საწვავის ფასებს შეისწავლიდა. 

20 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ იმპორტიორები საწვავზე ფასს კიდევ შეამცირებენ. 

მთავრობის სხდომის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა,რომ შესაძლოა, „რეგულარზე“ ფასი 2-ლარამდე შემცირდეს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები