დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შეღავათები არ გულისხმობს უპირატესობას იმ ბიზნესთან, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული და ფუნქციონირებს - ფინანსთა მინისტრი ე.წ. ოფშორების კანონზე

შეღავათები არ გულისხმობს უპირატესობას იმ ბიზნესთან, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული და ფუნქციონირებს - ფინანსთა მინისტრი ე.წ. ოფშორების კანონზე

2024-04-26 18:00:00

საქართველოს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მოიზიდოს ინვესტიციები როგორც დაბალი საგადასახადო ტვირთისა და ასევე საგადასახადო და ფინანსური გამჭვირვალობის ქვეყანამ, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ლაშა პაპაშვილმა „ეკონომიკური ფორუმის“ დასრულების შემდეგ გააკეთა. 

„ეკონომიკური ფორუმის“ მეცამეტე დისკუსიის თემა „საქართველოს საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკა“ იყო, ხოლო ფინანსთა მინისტრი აღნიშნული დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც ბიზნეს სექტორის კითხვებს ამომწურავად უპასუხა. 

„შეხვედრა გაიმართა დისკუსიის რეჟიმში, საუბარი გვქონდა საგადასახადო კანონმდებლობაზე, საქართველოში ინვესტიციების შემოსვლის როგორც ერთ-ერთ მამოტივირებელ ფაქტორზე. საქართველოს არის ერთ-ერთი დაბალი განაკვეთის მქონე ქვეყანა, თუმცა მეორეს მხრივ საქართველო არის გამორჩეული საგადასახადო გამჭვირვალობის მიმართულებით, რომელიც დაახლოებით ერთი თვის უკან იქნა შეფასებული ეკონომიკური თავისუფლების და განვითარების ორგანიზაციის OECD-ის მიერ. და საქართველომ ძალიან მაღალი შეფასება მიიღო ამ მიმართულებით.

10 კრიტერიუმიდან 8 კრიტერიუმში საქართველო აკმაყოფილებს გამჭვირვალობის უმაღლეს სტანდარტს. დარჩენილ 2 კრიტერიუმთან მიმართებაში კი არის მაღალ საფეხურზე. ამ შეფასებით საქართველო უწყებს ევროკავშირის 12 ქვეყანას, ისეთ ქვეყნებს როგორებიც არის ბელგია, ნიდერლანდები, შვედეთი, ავსტრია და სხვა ქვეყნები. შესაბამისად საქართველოს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მოიზიდოს ინვესტიციები ორივე მიმართულებით - როგორც საგადასახადო დაბეგვრის მიმართულებით, როგორც დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყნის და ასევე ქვეყანას, სადაც საგადასახადო გამჭვირვალობის და ფინანსური გამჭვირვალობის, დავამატებდი, რომ საბიუჯეტო გამჭვირვალობის მიმართულ;ებით, მსოფლიოში უკავია მოწინავე პოზიციები“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნული დისკუსიის შემდეგ

რაც შეეხება ბოლო პერიოდში საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ კანონპროექტს, რომელიც მოიცავდა ფიზიკური პირების ე.წ. ამნისტიას, მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ აქტიურად ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში.... რაც შეეხება შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნებიდან საქართველოში ბიზნეს აქტივების გადმოტანას, ეს ემსახურება ერთმნიშვნელოვან მიზანს, რომ ის მოგება, რომელიც გენერირებულია და გენერირდება საქართველოში, შემდგომ გადის ქვეყნის გარეთ, იქიდან გამომდინარე რომ მათი დამფუძნებლები რეგისტრირებულები არიან ოფშორში, კაპიტალის დაბრუნება მოხდეს საქართველოში და ის მოგება, რომელიც ქვეყანაში შეიქმნება დარჩეს საქართველოში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მინისტრმა თქვა, რომ მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა ქვეყანა აკეთებს იმას, რომ მაქსიმალურად ნაკლები მოტივაცია იყოს იმისთვის, რომ ქვეყანაში გენერირებული მოგება გარეთ გავიდეს.

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ავუხსნათ, რომ შეღავათები არ გულისხმობს რაიმე ტიპის უპირატესობას იმ ბიზნესთან მიმართებით, რომელიც საქართველოში დღეს არის რეგისტრირებული და ფუნქციონირებს. ანუ შეღავათები არ ეხება ოპერაციებს, რომელსაც გადმოტანის შემდეგ ბიზნესი საქართველოში განახორციელებს. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, საქართველოში უნდა შემოვიდეს ინვესტიციები და კარებშივე არ დახვდეს საგადასახადო მექანიზმი და უშუალოდ ეს გადმოტანის ოპერაცია არ იყოს დაბეგვრის საგანი. ხოლო მას შემდეგ რაც გადმოვა, ეს ბიზნესი ისევე გადაიხდის ყველა გადასახადს, რა გადასახადებსაც იხდიან საქართველოში“, - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

ცნობისათვის, ეკონომიკური ფორუმის“ რიგით მეცამეტე დისკუსიის მხარდამჭერები ასვე იყვნენ კომპანია Insurance Broker GS, მეღვინეობა „ჩელთი“, კომპანია „ლინეიტი“, Coca-Cola Bottlers Georgia და ICE Engineering Group-ი.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies.

აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

უახლესი

16 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები