დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში საპონი

რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში საპონი

2023-04-06 17:09:09

იანვარ-თებერვალში საქართველომ 10%-ით მეტი საპონი იყიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ ორ თვეში საქართველომ 1,967.09 ტონა საპნის იმპორტი განახორციელა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,779.36‬ ტონა.

სტატისტიკური მონაცემებით ორ თვეში იმპორტირებული საპნის ღირებულება 26%-ით მეტია გასულის წლის ორი თვის მაჩვენებელთან.

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 4,512.41 ათასი დოლარის საპონი იყიდა.

ბოლო 14 წლის სტატისტიკით საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით საპონი 2022 წელს იყიდა, სულ 12,988.11 ტონა, რაშიც 28,072.88 ათასი დოლარი გადაიხადა.

2022 წლის სტატისტიკით საქართველოში საპნის იმპორტიორტში პირველი თურქეთია. 2022 წელს ქვეყანაში იმპორტირებული საპნის 55%-ი სწორედ თურქეთიდან შემოდის.

  • თურქეთი - 7,151.01 ტონა
  • რუსეთი - 1,573.34 ტონა
  • უკრაინა - 565.39 ტონა
  • ჩეხეთი - 474.80 ტონა
  • ბულგარეთი - 381.15 ტონა.

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები