დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთში პირდაპირი ფრენების აღდგენას მკვეთრად გამოკითხულთა 34% ეწინააღმდეგება - IRI

რუსეთში პირდაპირი ფრენების აღდგენას მკვეთრად გამოკითხულთა 34% ეწინააღმდეგება - IRI

2023-04-25 14:03:59

საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი - 34% მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთის მიმართულებით პირდაპირი რეისების აღდგენას. აღნიშნული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა. 

გამოკითხულთა 25% რეისების აღდგენას მხარს ნაწილობრივ, 23% კი მკვეთრად უჭერს.

12%-ი ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, ხოლო 6%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1500 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 63%. ცდომილების ზღვარი ±2.5%-ია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 წუთის წინ

23 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები