დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს პასპორტი მსოფლიოს ძლიერი პასპორტების რეიტინგში 51-ე ადგილზეა

საქართველოს პასპორტი მსოფლიოს ძლიერი პასპორტების რეიტინგში 51-ე ადგილზეა

2024-04-09 19:00:00

Henley Passport Index-ი არის ყველაზე ძლიერი პასპორტის ინდექსი, რომელიც ცნობილია თავისი ლიდერებით.

Henley Passport Index-ის მიხედვით 2024 წელს საქართველოს პასპორტი მსოფლიოს ძლიერი პასპორტების რეიტინგში 51-ე ადგილზეა და საქართველოს პასპორტით უვიზოდ შესვლა მსოფლიოს 122 ქვეყანაშია შესაძლებელი.

2023 წლის მაჩვენებლებით კი Henley Passport Index-ში საქართველოს პასპორტი 50-ე პოზიციაზე იყო და უვიზოდ შესვლა 116 ქვეყანაში იყო შესაძლებელი.

2022 წლის მაჩვენებლებით კი საქართველოს პასპორტი Henley Passport Index-ში 48-ე ადგილზე იყო და აღნიშნული დოკუმენტით უვიზოდ მოხვედრა 115 ქვეყანაში იყო შესაძლებელი. 

2024 წლის სტატისტიკით Henley Passport Index-ში პირველ ადგილზე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, სინგაპურის და ესპანეთის პასპორტებია. ამ ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ მოხვედრა მსოფლიოს 194 ქვეყანაში შეუძლიათ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები