დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რკინიგზამ კორპორაციული ევროობლიგაციების შემოსავლიანობა გაზარდა

საქართველოს რკინიგზამ კორპორაციული ევროობლიგაციების შემოსავლიანობა გაზარდა

2023-06-05 12:28:34

გალტ & თაგარტის ცნობით, 29 მაისი – 2 ივნისის კვირაში ქართული კორპორაციული ევროობლიგაციების შემოსავლიანობის მაჩვენებელი სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა და პლუსში მხოლოდ საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაციებია.

კერძოდ, საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციებით (GEOCAP) ვაჭრობა პარასკევს დაიხურა ფასით 97.86 (-0.10% წინა კვირასთან შედარებით), 9.08%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 85.55 ფასად (+0.07% წინა კვირასთან შედარებით), 7.50%-იანი შემოსავლიანობით.

საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით 89.73 (-0.10% წინა კვირასთან შედარებით), 6.74%-იანი შემოსავლიანობით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები