დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ანანასის 63%-ი თურქეთიდან შემოდის

საქართველოში ანანასის 63%-ი თურქეთიდან შემოდის

2023-03-29 10:30:11

საქართველოში ანანასის იმპორტი 2%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ 216.04 ათასი დოლარის ღირებულების 197.91 ტონა ანანასი იყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 193.85 ტონა.

საქსტატის მიხედვით, რეკორდული რაოდენობით ანანასი ქვეყანამ ბოლო 14 წლის განმავლობაში 2022 წელს იყიდა. გასულ წელს საქართველოში 1,943.12 ტონა ანანასი შემოვიდა, რაშიც ქვეყანამ 2,126.79 ათასი დოლარი გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს იმპორტი 2021 წელთან შედარებით მხოლოდ 0,4%-ითაა გაზრდილი. 

სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2022 წელს ქვეყანაში შემოტანილი ანანასის 63%-ი თურქეთიდან შემოვიდა.გასულ წელს საქართველომ ანანასი სულ 10 ქვეყანაში იყიდა. 

იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მეორეა ნიდერლანდები, საიდანაც 512.49 ტონა ანანასი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 26%-ია.

ანანასი საქართველომი ასევე კოსტა-რიკადან, ჩინეთიდან, ტაილანდიდან, სომხეთიდან, საფრანგეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, გერმანიიდან და პოლონეთიდან შემოვიდა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები