დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი ადგილობრივი კადრების დასაქმება და ჯანსაღი ტექ-ეკოსისტემის ჩამოყალიბებაა- Lineate

საქართველოში ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი ადგილობრივი კადრების დასაქმება და ჯანსაღი ტექ-ეკოსისტემის ჩამოყალიბებაა- Lineate

2023-09-14 12:00:25

ამერიკული ტექ-კომპანია ლინეიტი, უსაზღვრო შესაძლებლობებისა და განვითარების სივრცე - საერთაშორისო ტესტერების დღის მხარდამჭერია. 17- წლიანი ისტორიის კომპანიამ საქართველოს ტექნიკური სფეროს განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, განვითარების ახალი ისტორია შექმნა, რომელსაც დღესაც წარმატებით განაგრძობს.

განვლილ გზასა და მიღწევებზე ისაუბრეს ტესტერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში, შერატონ მეტეხი პალასში 9-10 სექტემბერს გაიმართა.

GeoSTQB-ს ღონისძიებაზე, რომლის მხარდამჭერიც გახლავთ ლინეიტი, დამსწრე საზოგადოებას  ტექსფეროს განვითარების შესაძლებლობებს, მიღწევებს და დარგის პოტენციალს გაეცნო.

Lineate -ის ხარისხის უზრუნველყოფის უფროსმა ინჟინერმა ქეთევან მაისურაძემ Business Insider Georgia- თან მასშტაბური ღონისძიების დეტალებსა და  დიდ წვლილზე ისაუბრა, რაც კომპანია Lineate -იმ საქართველოში ტექნიკური სფეროს განვითარებისთვის გასწია.

მისი ინფორმაციით, კომპანიას ევროპასა და აშშ-ში  ათასამდე წარმატებით განხორციელებული პროექტი აქვს, ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა Ebay, Google, New York Time  და ა.შ. საქართველოში შემოსვლის ერთი წლის თავზე კომპანიამ შეძლო და დაასაქმა 120- მდე ადამიანი.

„GeoSTQB უკვე მესამედ მასპინძლობს ტესტირების საერთაშორისო კონფერენციას. ეს ღონისძიება ჩვენთვის  ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, საერთაშორისო კონფერენციაზე, ყოველწლიურად გვაქვს საშუალება ერთმანეთს  შევხვდეთ, წლის სიახლეებსა და მიღწევებზე ვისაუბროთ, რათა QA მიმართულება უფრო წამოვწიოთ წინ, ახალი კადრები დავარეპორტიროთ და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ . კომპანიის ისტორია 17 წელს ითვლის, საქართველოში Lineate 1 წლის წინ დაფუძნდა.  ათასამდე  პროექტი განვახორციელეთ, 120-მდე ადამიანი დავასაქმეთ,  დავაარსეტ დეველოპერების გადამზადების პროგრმა Lineate Dev Shcool-ი,რომლის ფარგლებშიც უფასოდ, გადავამზადეთ 60-მდე  ახალგაზრდა, მათგან საუკეთესოები ავიყვანეთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე, სტაჟირების გავლის შემდგომ ისინი გახდებიან ჩვენი საერთაშორისო გუნდის წევრები ", - აღნიშნა ქეთევან მაისურაძემ.

„უცხოური კომპანიების, მათ შორის,  Lineate -ის მიზანია, რომ შედარებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში გაიზარდოს ტექსფერო და ჯანსაღი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას შეეწყოს ხელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი საქმიანობის ფარგლებში მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვერგოთ ქართულ ბაზარს და ქართველები დავასაქმოთ. ასეა საერთაშორისო კომპანიების გამოცდილებითაც, როდესაც სხვა ქვეყანაში შედის, ცდილობს, იქაური  მოსახლეობა დასაქმდეს. თუკი მაქსიმალურად არის ეს შესაძლებლობა, პრიორიტეტი ამ შემთხვევაში, ადგილობრივი კადრებია. ღონისძიებაც სწორედ ამას ისახავს მიზნად, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, გავაძლიეროთ კომუნიკაცია და ქართული ბაზარი თანხვედრაში მოვიყვანოთ სტანდარტთან, რასაც დიდი კომპანიები ითხოვენ", - განაცხადა ქეთევან მაისურაძემ Business Insider Georgia- თან.

შეგახსენებთ, რომ Lineate გლობალური პროგრამული უზრუნველყოფის საკონსულტაციო კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ნიუ-იორკში. კომპანია ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც მათ ურთულესი ბიზნეს ამოცანების, უმთავრესად კი კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარება.

Lineate -ის პროფესიონალთა გუნდი სპეციალიზებულია კომპლექსური პროგრამული პრობლემების გადაჭრაში ამბიციური კომპანიებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ გამოიყენონ მონაცემთა მასიური ნაკადი და გარდაქმნან ისინი კონკურენტულ უპირატესობად.

რაც შეეხება  GeoSTQB-ს,  ბელგიური კომპანიის, International Software Testing Qualifications Board-ის ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში. ის 2002 წელს დაფუძნდა და ტესტირების მიმართულებით ყველაზე მაღალი დონის, საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკატო სქემა შექმნა.

GeoSTQB-ის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი, რაც ტესტერთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაჟღერდა წარმატების ის ისტორიაა, რაც Lineate -მა შექმნა ტექნოლოგიების ბაზარზე გლობალური მასშტაბით და უკვე საქართველოში!

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები