დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ი ახლად გამოქვეყნებულ კვლევით ნაშრომებს ადგილობრივ ეკონომისტებთან პერიოდული დისკუსიების ფორმატში განიხილავს

სებ-ი ახლად გამოქვეყნებულ კვლევით ნაშრომებს ადგილობრივ ეკონომისტებთან პერიოდული დისკუსიების ფორმატში განიხილავს

2024-03-27 20:16:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი, ახლად გამოქვეყნებული კვლევითი ნაშრომების განსახილველად, ქვეყნის მასშტაბით ეკონომისტებთან პერიოდულ დისკუსიებს გამართავს.

დისკუსიების მიზანი მიმდინარე კვლევებზე უკუკავშირის მიღება, პოტენციური სამომავლო საკვლევი საკითხების იდენტიფიცირება და პროფესიული მსჯელობის ხელშეწყობაა. კვლევითი ნაშრომები, სადაც ავტორების პირადი ხედვები და კვლევის შედეგებია გადმოცემული, ცენტრალური ბანკებისთვის მნიშვნელოვანი თემების სიღრმისეულ შესწავლაში წვლილის შეტანას ისახავს მიზნად.

დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც ეკონომიკური კვლევების/ანალიზის მიმართულებით მუშაობენ, დისკუსიებზე დასწრების მზაობა არაუგვიანეს 2024 წლის 7 აპრილისა უნდა დაადასტურონ  ელექტრონულ ფოსტაზე: research@nbg.gov.ge

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ თქვენი დასაქმების ადგილი და პოზიცია.

კვლევითი პუბლიკაციების ნახვა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის კვლევითი ნაშრომებისკატეგორიაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები