დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შედეგები საკმაოდ თვალშისაცემია - ნატა კვაჭანტირაძე ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის სტატისტიკაზე

შედეგები საკმაოდ თვალშისაცემია - ნატა კვაჭანტირაძე ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის სტატისტიკაზე

2024-03-05 19:00:00

შედეგები არის საკმაოდ თვალშისაცემი იმ კუთხით, რომ ამ პროცესში ჩართული როგორც სახელმწიფო ისევე კერძო სექტორის ინიციატივებით, მაქსიმალურად მივიღეთ ის მაჩვენებლები, რაც შეიძლება წლის განმავლობაში დამდგარიყო, - ამის შესახებ ​საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატა კვაჭანტირაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შედეგების შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინეს შემდეგ განაცხადა. 

ნატა კვაჭანტირაძის თქმით, 2023 წლის მაჩვენებლების ფონზე, 2024 წელზეც საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზებია.

„წელს ტურიზმის ინდუსტრიის მოლოდინი საკმაოდ მაღალია. კიდევ გააქტიურებულია პროცესი როგორც მარკეტინგულ ჭრილში ასევე ქვეყნის შიგნით იმ მონაცემების გაზრდაში, რომელიც ქვეყანაში ადგილობრივი ტურიზმის ზრდას უკავშირდება. თავისთავად, ძალიან საინტერესო პროცესია, როგორც გასული წლის მაჩვენებლებში ისე წლევანდელ მაჩვენებლებში.

გაზრდილი ავიამიმოსვლა არის პირდაპირი საწინდარი იმისა, რომ ჩვენი მიზნობრივად მოვიზიდოთ დაინტერესებული ქვეყნებიდან ტურისტები და მივიღოთ ის მაქსიმალური შედეგი, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს უკავშირდება. ყველა სტატისტიკური მაჩვენებელი არის საწინდარი იმისა, რომ იზრდება ფინანსური მაჩვენებელი ეკონომიკის ჭრილში და დასაქმებულთა რაოდენობა. მთავარი პროცესი სწორედ ეს გახლავთ.

როგორც პრეზენტაციაში აღინიშნა, საკმაოდ გახშირდა ავიამიმოსვლა ევროპულ ქვეყნებში. ეს კი იმის წინაპირობაა, რომ ევროპული ქვეყნები კიდევ უფრო გამოხატავენ ინტერესს როგორც საერთაშორისო ბაზრებზე, გამოფენებში შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს და გაფორმდეს მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები. 

ევროპა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და შესაბამისად ამ კუთხით კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რომ ჩვენს ქვეყანაში მარკეტინგული აქტივობები და საინფორმაციო ვიზიტები დაიგეგმოს, რათა  გადაადგილების კუთხით საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა იყოს პოზიციონირებული“, - განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

54 წუთის წინ

15 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები