დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წლევანდელი წელი ტურისტების ზრდის მაჩვენებლებით გამოირჩევა - მაია მახათაძე

წლევანდელი წელი ტურისტების ზრდის მაჩვენებლებით გამოირჩევა - მაია მახათაძე

2023-07-13 14:39:15

მიმდინარე წლის მოლოდინები არის უფრო მაღალი ვიდრე 2022 წელს იყო, - ასე აფასებს კომპანია „რადარის“ დამფუძნებელი მაია მახათაძე მიმდინარე ტურისტულ სეზონს.

როგორც მახათაძე განმარტავს, ამ მოლოდინებს განაპირობებს ის აქტიურ მარკეტინგული კამპანია, რასაც სახელმწიფო აწარმოებს.

„ჩვენ სახეზე გაქვს ჩვენი წარმომადგენლების ძალიან ბევრი აქტივობა: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების, რომლებიც არიან ჩართულნი ქვეყნის პოპულარიზაციის მიმართულებით. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია მოლოდინებთან. შესაბამისად, წლევანდელი წელი ზრდის მაჩვენებლებით გამოირჩევა.

ყველა იმ სასტუმროში, რომლის მენეჯმენტის პროექტსაც ჩემი კომპანია ახორციელებს, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტურიზმის სექტორის ზრდის ტენდენცია ფიქსირდება“, - აცხადებს „რადარის“ დამფუძნებელი.

მაია მახათაძეს მაგალითისთვის მოჰყავს მისი კომპანიის მიერ ტურისტულად აუთვისებელ ლოკაციაზე, ახლად გახსნილი სასტუმრო, სადაც რამდენიმე დღეში დატვირთულობა 80%-ზე მაღალია.

„ჩვენ ვმართავთ სასტუმროების დაგეგმარებისა და გახსნის პროექტებს. შესაბამისად გახსნის ეტაპზე როდესაც არის სასტუმრო რა თქმა უნდა მას ჯერ წლის სტატისტიკა არ აქვს, თუმცა ვაკვირდებით მისი ბაზარზე შესვლისა და დატვირთულობის ტენდენციას.

ამჟამად ჩვენ გავხსენით სრულიად ახალი სასტუმრო „სოლო გრანდ ბოშური“. რომელიც ატენის ხეობაში, შიდა ქართლში, აბსოლუტურად ტურისტულად აუთვისებელ ლოკაციაზე მდებარეობს. სასტუმრო გახსნის პირველივე დღიდან არის 80%-ზე მეტად დატვირთული.

„სოლო გრანდ ბოშური“ 4 ივლისს ანუ სულ რაღაც 9 დღის წინ გაიხსნა. ამჟამად მაღალია საქართველოს მოქალაქეების ჯავშნების შემოდინება, თუმცა ბოლო დღეებია, რაც სასტუმრო საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებზე დაფიქსირდა და უკვე შეინიშნება უცხოელი ტურისტების ჯავშნები. ამასთან, გვაქვს ჯავშნები ლიეტუვიდან, ლატვიიდან, ისრაელიდან. ასევე გვაქვს ჯავშნები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. თუმცა წამყვანი პოზიცია ქართველ დამსვენებლებს უკავიათ“, - ამბობს მაია მახათაძე.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

13 საათის წინ

13 საათის წინ

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები