დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Twitter-ი შეტყობინებების წაკითხვაზე შეზღუდვას აწესებს

Twitter-ი შეტყობინებების წაკითხვაზე შეზღუდვას აწესებს

2023-07-03 08:30:24

Twitter-მა ყველა მომხმარებლისთვის  შეტყობინებების წაკითხვის ლიმიტები შემოიღო. 

ამის შესახებ კომპანიის მფლობელმა ილონ მასკმა სოციალური ქსელის საკუთარ ანგარიშზე დაწერა. 

მისი თქმით, დამოწმებული ანგარიშები დღეში 6 ათასამდე შეტყობინების წაკითხვას შეძლებენ, შეზღუდვა კი დროებითია.

როგორც ითქვა, დაუდასტურებელი Twitter-ის ანგარიშების მომხმარებლებს შეუძლიათ დღეში 600 შეტყობინების ნახვა, ხოლო ახალ ანგარიშებს დღეში მხოლოდ 300 შეტყობინების ნახვა შეუძლიათ.

სოციალური მედიის ზოგიერთმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ მიიღო შეტყობინება, რომ „სიჩქარის ლიმიტს გადააჭარბა" - და სოციალურმა მედიაში გაჩნდა შეტყობინება RIP Twitter და #Twitterdown-ი.

მასკს არ უთქვამს, რამდენ ხანს გაგრძელდება დროებითი შეზღუდვები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები