დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Visa და Mastercard-ი ბარათით ტრანზაქციებზე საკომისიოს გაზრდას გეგმავენ

Visa და Mastercard-ი ბარათით ტრანზაქციებზე საკომისიოს გაზრდას გეგმავენ

2023-09-01 23:54:14

საგადამხდელო სისტემის ოპერატორები Visa Inc. და Mastercard Inc. ბარათით ტრანზაქციებზე საკომისიოს გაზრდას გეგმავენ

ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. 

ონლაინ ტრანზაქციებზე Visa მოსაკრებლების ზრდა ოქტომბრიდან დაიწყება, აპრილში კი ცვლილება საკრედიტო, სადებეტო და წინასწარ საგადამხდელო ბარათებს შეეხება. Mastercard-ის შემთხვევაშიც საკომისიოს ზრდა ოქტომბრიდან იწყება.

ინდუსტრიის საკონსულტაციო ფირმა CMSPI-ის თანახმად, საცალო მოვაჭრეების მიერ გადახდილი წლიური საკომისიო შეიძლება $500 მილიონზე მეტით გაიზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ საკომისიო დაწესებულია Visa-სა და Mastercard-ის მიერ, ბანკები, რომლებიც გასცემენ ამ ბარათებს, იღებენ საკომისიოს ძირითად ნაწილს.

მიუხედავად იმისა, რომ საკომისიოები მცირეა, საცალო ვაჭრობისთვის მათი გადახდის ღირებულება გაიზარდა, რადგან ბოლო წლებში უფრო მეტი მყიდველი იყენებს საკრედიტო ბარათებს, რომლებსაც უფრო მაღალი საკომისიო აქვთ, ვიდრე სადებეტო ბარათებს.

გამყიდველები ამ ხარჯების ნაწილს მაინც გადასცემენ მომხმარებლებს ფასების ზრდის საფუძველზე. მცირე ბიზნესები ხშირად სთავაზობენ ფასდაკლებას მომხმარებლებს, რომლებიც სადებეტო ბარათებით ან ნაღდი ფულით იხდიან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები