დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ამერიკული კომპანია Lineate-ი ტესტერთა საერთაშორისო დღის მხარდამჭერია

ამერიკული კომპანია Lineate-ი ტესტერთა საერთაშორისო დღის მხარდამჭერია

2023-11-10 02:00:59

9 სექტემბერს  პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერთა პროფესიული დღე საერთაშორისოდ აღინიშნება.

ღონისძიება საქართველოში  მეოთხე წელია ტარდება. კომპანია Lineate საქართველოში შემოსავლისთანავე ზრუნავს ტექეკოსისტემის განვითარებაზე და წელს ამ ღონისძიების ინიციატორ ISTQB - International Software Testing Qualifications Board -ის მიერ ტესტერთა დღის აღნიშვნის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებაში ჩაერთო და ერთ-ერთი მხარდამჭერია.

საგულისხმოა, რომ ISTQB - International Software Testing Qualifications Board -ის ძალისხმევით, საქართველოში პროგრამული ტესტირების მიმართულება ჩამოყალიბდა და ბაზარი წლიდან წლამდე მზარდია. წლევანდელ ღონისძიებას შერატონ გრანდ თბილისი მეტეხმა უმასპინძლა. GeoSTQB-ის გუნდის მიღწევებსა და მასშტაბური ღონისძიების დეტალებზე Insider Georgia- თან ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ნათია სირბილაძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საქართველოში ტესტერთა საერთაშორისო დღე პირველად 2020 წელს ჩატარდა და ტრადიცია გრძელდება.

ISTQB -ს საქმიანობის მიზანი საქართველოში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მიმართულების ცნობადობის გაზრდა და სფეროში არსებული სიახლეების მიწოდება.

„მეოთხე წელია წელია, აღვნიშნავთ ტესტერის დღეს საქართველოში და წლიდან წლამდე ღონისძიების მასშტაბი იზრდება. შესაბამისად, პარტნიორი კომპანიების წრეც ფართოა. ჩვენი მხარდამჭერებია ,,თიბისი ბანკი", GITA,  Lineate, Epam, Space Int, apeople, exsactro, Womens Empowerment Principles, SoftFan. ერთ-ერთი თემატიკა, რაც ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს, ბაზრის კვლევის შედეგია.  

ვცდილობთ, ჩვენი ძალებით და რესურსით ჩავატაროთ კვლევა და 9-10 სექტემბერს, ღონისძიების ფარგლებში შედეგი საზოგადოებას გავაცნოთ.  ამ შედეგის გაზიარებაზე ვისაუბრეთ ძალიან ვრცლად, მათ შორის,  ტექნიკურ ჭრილში. 9 სექტემბერს  საზოგადოების წინაშე წარდგნენ საერთაშორისო ექსპერტები და დარგის წარმომადგენლები.  სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს  გაუზიარეს ინფორმაცია როგორც ვაკანსიების, ისე ტრენინგების შესახებ. გარდა ამისა, გაიმართა პანელური დისკუსიები, ვორქშოფები, საქართველოდან, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან სპიკერებმა  სხვადასხვა საინტერესო საკითხი განიხილეს", - აღნიშნა ნათია სირბილაძემ.

ISTQB - ის პრეზიდენტმა Business Insider Georgia- თან ბაზრის მიღწევებიც შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა,  ცნობადობის გაზრდის კუთხით დიდი ნაბიჯი გადაიდგა და კარგი შედეგი დაიდო. გარდა ამისა, გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც სერტიფიცირებულ ტესტერებს ითხოვენ და იღებენ რეკომენდაციებს.

,,კვლევის პერიოდში ვაკვირდებოდით ტრადიციას და შედეგს ვითვლიდით. ერთი წლის წინ, თვიურ ჭრილში თუ იყო 15-დან 19-მდე სპეციალისტი, წელს ეს შემცირებულია და მოთხოვნა  10-დან 14-მდეა. ამას აქვს  თავისი ახსნა. ერთის მხრივ, გაჯერდა ბაზარი დამწყები სპეციალისტებით, ტარდება ტრენინგები, უნივერსიტეტშიც დაიწყეს ამ მიმართულებით სწავლება. მეორე მხრივ, სპეციალისტებზეც გარკვეული დეფიციტია, გვეკითხებიან რეკომენდაციას, ძიებაში არიან კომპანიები. დღესაც რომ გახსნათ  ნებისმიერი პლატფორმა, უმეტესობა სწორედ ამ კადრებზე მოდის. კომპანიას თუ სურს ცალკე ჰქონდეს პროგრამული ტესტირების მიმართულება, რეკომენდებულია, თუმცა მცირე კომპანიას ამის რესურსი არ აქვს.

მიუხედავად ამისა, ამ ფუნქციას მაინც ასრულებენ, ვინაიდან ნებისმიერი ციფრული პროდუქტი რეალურად მაინც უნდა გავიდეს  ბაზარზე. კარგად და სათანადოდ  თუ არ არის გატესტილი, შეიძლება, ხარვეზი აღმოაჩნდეს, რაც შემდეგ კომპანიის  რეპუტაციასა და სანდოობაზე  აისახება და ბევრ სხვადასხვა ფაქტორზე მოქმედებს. ამიტომ ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანი გახდა", - აღნიშნა ნათია სირბილაძემ.

მისი ინფორმაციით, ბევრ უცხოურ კომპანიას, რომელიც საქართველოს ბაზარზეა, პროგრამული ტესტირების მიმართულება დანერგილი აქვს. მხარს უჭერენ სავალდებულო სერტიფიცირებას, ამკვიდრებენ ტრადიციას, რაც ნელ-ნელა ფეხს იდგამს საქართველოში.

სპეციალური ფორმულა, როგორ უნდა გახდეს ტესტერი, არ არსებობს. როგორც ნათია სირბილაძე ამბობს, მთავარი არგუმენტია მოტივაცია, მონდომება, ძალისხმევა და სურვილი. სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობა აყალიბებს პროფესიონალი ტესტერების კადრს, რომელთა საქმიანობამ დაადასტურა, რომ შეუძლებელი არაფერია.

შეგახსენებთ, რომ GeoSTQB ბელგიური კომპანიის, International Software Testing Qualifications Board-ის ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში. ის 2002 წელს დაფუძნდა და ტესტირების მიმართულებით ყველაზე მაღალი დონის, საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკატო სქემა შექმნა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები