დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არმატურასა და რკინის ნაკეთობებზე მოთხოვნა  20-25%-ით გაიზარდა  - კავკას მეტალი

არმატურასა და რკინის ნაკეთობებზე მოთხოვნა 20-25%-ით გაიზარდა - კავკას მეტალი

2023-05-25 09:30:36

არმატურასა და რკინის ნაკეთობებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც კომპანია Caucas Metal/კავკას მეტალში აცხადებენ, დადებითი ტენდენცია სამშენებლო სფეროს გააქტიურებას უკავშირდება და გრძელვადიან პერიოდშიც შენარჩუნდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia - თან კომპანია ,,კავკას მეტალში" განაცხადეს.

„არმატურას წარმოებაში პრობლემა ძირითადად პანდემიურ პერიოდს უკავშირდება, როცა ლოგისტიკაში ფასების კატასტროფული ზრდა ფიქსირდებოდა. პრობლემა შეიმჩნეოდა ადგილობრივ წარმოებაშიც, დღეს მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია.

თუკი წინა წლებში 1 ტონა არმატურის ფასი 1000 დოლარს აჭარბებდა, ახლა პროდუქცია 20%-ით და მეტადაც არის გაიაფებული. ჩვენ ძირითადად ადგილობრივ წარმოებაზე ვმუშაობთ. არმატურის გარდა, რეალიზაციაში გვაქვს მაღალი ხარისხის მავთულები, გლინულები, სამშენებლო ლამინატი და რკინის ნაკეთობები. მოთხოვნა დაახლოებით 25-30%-ით არის გაზრდილი, რაც მშენებლობის სექტორის გააქტიურებამ გამოიწვია", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, ,,თიბისი კაპიტალის" კვლევის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში მოხმარებული არმატურის 66% ადგილობრივი წარმოების იყო. ბაზარზე ორი ძირითადი მწარმოებელი ფუნქციონირებს: შპს ჯეოსტილი და შპს რუსთავის ფოლადი.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელთან შედარებით ადგილობრივი წარმოების წილი მთლიან მოხმარებაში 9 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ სამშენებლო მასალების ბაზარზე მოთხოვნის ზრდის მიუხედავად 2022 წელს არმატურის ადგილობრივი წარმოება რეალურ მაჩვენებლებში 4%-ით 321 ათას ტონამდე შემცირდა, ხოლო იმპორტი, პირიქით, 54%-ით გაიზარდა 190 ათას ტონამდე.

2022 წელს მოთხოვნა გაიზარდა ფოლადის სხვა სამშენებლო მასალებზეც, რომლებიც მოიცავს ფოლადის მილებს, პროფილების, ნაგლინებს, წნელებს და მავთულებს. აღნიშნული მასალების იმპორტი 2022 წელს რეალურ მაჩვენებლებში 26%-ით, ხოლო ღირებულებაში (აშშ დოლარში) 31%-ით გაიზარდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

21 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები