დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება,  უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ავიარეისები - პრემიერი აშშ-სთან პარტნიორობაზე

ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ავიარეისები - პრემიერი აშშ-სთან პარტნიორობაზე

2024-03-21 13:15:00

ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობას ეხებოდა. 

მისივე თქმით, შედეგები შეიძლება იყოს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, უვიზო მიმოსვლა და  პირდაპირი ავიარეისები.

„ჩვენი სურვილია, რომ პარტნიორობას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები და რა შეიძლება იყოს ეს შედეგები, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია; ეს არის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, რისთვისაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი; ეს არის უვიზო მიმოსვლა, რაც თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს; ეს არის პირდაპირი ავიარეისები. ბუნებრივია, ამ კუთხით პროგრესი იქნებოდა კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელშესახები გახდეს პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედი მაქვს, რომ გვექნება პროგრესი ამ მიმართულებით", -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები