დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
DCFTA-იმ ქართველ მეწარმეებს ევროპის ბაზარზე გასვლის საშუალება მისცა, რის შემდეგაც ევროკავშირი საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად ფორმირდება - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

DCFTA-იმ ქართველ მეწარმეებს ევროპის ბაზარზე გასვლის საშუალება მისცა, რის შემდეგაც ევროკავშირი საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად ფორმირდება - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

2024-04-15 11:00:00

DCFTA-იმ ქართველ მეწარმეებს ევროპის ბაზარზე გასვლის საშუალება მისცა. რის შემდეგაც ევროკავშირი საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად ფორმირდება, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც გადაცემაში მიმდინარე კვირის მთავარი მოვლენები მიმოიხილა. 

  • დავიწყოთ კვლავ ევროპის ჩემპიონატით... ევრო 2024.  დღეს, სულ რამდენიმე საათში დაიწყება ბილეთების გაყიდვა UEFA-ს ვებგვერდის მეშვეობით. მანამდე ვამოწმებთ სხვადასხვა ვებგვერდებზე ბილეთების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით და საშუალო ფასი  600-დან 900- ლარამდეა და 11 ათას ლარსაც აღემატება, რაც ამ დროისთვის ფიქსირდება და მინდა ყველას წარმატება ვუსურვო ბილეთის შეძენისას.

ფრენების ფასსაც, რომ შევხედეთ, შედარებით რელევანტურ ფასი იწყება 1 600 ლარიდან დიუსელდორფის მიმართულებით 17-27 ივნისის პერიოდში, როდესაც საქართველოს ნაკრები გამოდის ევრო 2024-ზე. 

  • სულ რამდენიმე წუთში იწყება მნიშვნელოვანი კონფერენცია, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს და სემეკი და ამ ორგანიზაციის სასწავლო ცენტრი მასპინძლობს. ამ კონფერენციის ნაწილში საუბარი შეეხება ენერგოეფეტურობას, კერძოდ, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაზრდილია და მდგრადი განვითარება ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაც საქართველოსთან მიმართებით აქვს დაანონსებული  არის ენერგოეფექტურობა ერთი მილიონი ადამიანისთვის, რაც საკმაოდ სოლიდური და მნიშვნელოვანი თემაა ჩვენთვის. 

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკურ ურთიერთობებზე. შევხედოთ რა პერიოდში ხდება ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება. 

  • შეგვიძლია გავამახვილოთ აქცენტი, რამდენიმე მიმართულებაზე, რომელიც ახლა და ამ პერიოდში უნდა განხორციელდეს. მაგალითად, 80 ათასი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან უახლოეს პერიოდში განხორციელდება. ეს არის შავი ზღვის კაბელია პროექტი და ენერგოეფეტურობა მილიონი ადამიანისთვის. ეს პროექტები შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს და ორი ეფექტი ექნება: პირველი - საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარება და მოქალაქეების ჩართულობა ამ პროექტებში და მეორე, მსხვილი პროექტები, რაც ჯამში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე იქონიებს გავლენას.  

საინტერესოა, რა პერიოდში ხდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება:

  • საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 2003-2012 წლებში 2 439 999 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2013-2022 წლებში 6 957 871.7 აშშ დოლარს. ბოლო ათწლეულში თითქმის სამჯერ არის საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი გაზრდილი.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად 2010 წელს დაიწყო, ხოლო 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა. ამ დროიდან იწყება ევროკავშირთან ურთიერთობის გააქტიურება, როგორც ეკონომიკურ ისე პოლიტიკურ ნაწილში. 

ასოცირების ხელშეკრულებას თან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო  შეთანხმება (DCFTA) , რაც ითვალისწინებს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავებას, საქართველოს დაახლოებას ევროპასთან. 

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო  შეთანხმება (DCFTA) ევროკავშირთან, არის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტის, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ექსპორტის ზრდას. მანამდე არსებული კვლევებით ეს ისედაც უნდა მომხდარიყო და თუ ჩვენ შევხედავთ სტატისტიკას, მდგრადი ზრდა დაფიქსირდა 2016 წელს. ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება გარდა პანდემიის პერიოდისა. 

DCFTA-იმ ქართველ მეწარმეებს ევროპის ბაზარზე გასვლის საშუალება მისცა. რის შემდეგაც ევროკავშირი საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორად ფორმირდება. 

  • რაც შეეხება ევროკავშირიდან საქართველოში იმპორტს, ვხედავთ, რომ საქართველო 2003-2012 წლებში ზრდის ევროკავშირთან იმპორტის ნაწილში თანამშრომლობას და ჯამში იმპორტი 13 131 428.6 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო 2013-2022 წლებში, 23 426 691.6 აშშ დოლარს შეადგენს. საქართველო ხდება ევროკავშირის პარტნიორი სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ევროკავშირი მეტწილად იმპორტის კუთხით ხდება დამოკიდებული ევროკავშირზე და არა რუსეთზე, როგორც ეს მანამდე ხდებოდა. საქართველოს ვაჭრობა უფრო დივერსიფიცირებული ხდება და მიბმულია ევროკავშირზე. 

საბოლოო ჯამში თუ ჩვენ ევროკავშირში ექსპორტისა და იმპორტის დინამიკას შევადარებთ, ჩანს, რომ ექსპორტი უფრო გაცილებით სწრაფად და თანმიმდევრულად გაიზარდა, ვიდრე იმპორტი, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან მანამდე საქართველოს ევროკავშირთან ჰქონდა ფაქტობრივად თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, მაგრამ ამას ეს სტატუსი არ ჰქონდა და სწორედ ევროკავშირს მიერ დაშვებული DCFTA-ს შემდგომ, პირველი სერიოზული შედეგი, სწორედ საქართველომ მიიღო. თუ შევადარებთ სავაჭრო მაჩვენებელს, ეს თითქმის გაორმაგებულია.

  • 2003-2012 წლებში საქართველო-ევროკავშირის ბრუნვა 15 571 427  ათასი აშშ დოლარი იყო, ხოლო 2013-2022 წლებში კი 30 384 563 ათასი აშშ დოლარს შეადგენდა. აქ საინტერესოა ერთი დეტალი, რომ  2013-2022 წლებში ბრიტანეთი იყო ევროკავშირის შემადგენლობაში, ხოლო  2020 წელს ბრექსიტით ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა. თუ ამ სტატისტიკასაც მივათვლით, გაცილებით დიდია ბრუნვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. 

საინტერესოა, რა ხდება ვაჭრობასთან ერთად ინვესტიციების კუთხით - 2003-2012 წლებში ინვესტიციებმა ევროკავშირიდან საქართველოში 3 334 181. 1 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2013-2022 წლებში 5 481 342. 3 ათასი აშშ დოლარი. ამ პერიოდში მეტი ევროპული ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში, ეს ნიშნავს იმას, რომ შემოვიდა არა მხოლოდ ფინანსური ნაწილი, არამედ მეტი ევროპული განათლება, გამოცდილება, რამაც ქართულ ბიზნესს კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი.

2023 წლის მონაცემებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა  21 529 007 . 5 ათასი აშშ დოლარი, ხოლო ინვესტიციებმა 524 873 .6 ათასი აშშ დოლარი.

ევროსტატის მონაცემებით, რაც შეგვიძლია საქსტატს დავადაროთ, ევროკავშირი საქართველოსთვის არის პირველი სავაჭრო პარტნიორი, და ნომერ პირველი იინვესტორი საქართველოში და ძირითადი კაპიტალი შემოდის ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები