დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სრული დილეტანტობაა ერთმანეთს შევადაროთ 2012 წლის და 2024 წლის ფასები ისე, რომ არ გავითვალისწინოთ სხვა ეკონომიკური მდგენელები | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

სრული დილეტანტობაა ერთმანეთს შევადაროთ 2012 წლის და 2024 წლის ფასები ისე, რომ არ გავითვალისწინოთ სხვა ეკონომიკური მდგენელები | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

2024-03-08 12:00:00

როდესაც ვსაუბრობთ ფასებზე, სრული დილეტანტობაა ერთმანეთს შევადაროთ 2012 წლის და 2024 წლის ფასები ისე, რომ არ გავითვალისწინოთ სხვა ეკონომიკური მდგენელები, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. რუბრიკის მთავარი თემაც სწორედ ფასები იყო. 

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ამ დღეების განმავლობაში გამოაქვეყნა 2 უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი და ორივე შეეხებოდა პროდუქციის ფასებთან დაკავშირებულ თემას. 

პირველ შემთხვევაში საუბარი შეეხებოდა პროდუქციის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებს, საუბარია სოფლის მეურნეობის პროდუქციის ინდექსზე. ჩვენ ვხედავთ, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასები 4,6%-ითაა შემცირებული. სოფლის მეურნეობის პროდუქციაში იგულისხმება ცხოველური წარმოშობის პროდუქციაც. 

თუმცა უფრო მნიშვნელოვანი იყო „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ინფლაციასთან დაკავშირებით. თებერვალში ინფლაცია 0,3%-ით განისაზღვრა, რაც მიზნობრივ ინფლაციის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. თუ შევხედავთ ვითარებას, რამ გამოიწვია ინფლაციის მაჩვენებლის კლება, უნდა აღინიშნოს, რომ შემცირდა ფასები ისეთი ტიპის პროდუქციაზე როგორიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ხარჯები, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და ასე შემდეგ. 

თუ ჩვენ ავიღებთ პოსტპანდემურ პერიოდს და შევადარებთ მიმდინარე პერიოდს, 13,9%-დან ინფლაცია შემცირებულია 0,3%-მდე. ხშირად ინფლაციას არასწორად განმარტავენ და კურსთან მიმართებით იყენებენ ამ ტერმინს, მაგრამ ეს არის პროდუქციაზე ფასების საზომი.

მიმდინარე კვირის განმავლობაში სწორედ ფასები იყო დისკუსიის თემა. ჩემი აზრით,  ჩვენ ვიხილეთ საკმაოდ დილეტანტურად პროვოცირებული თემა ფასებზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ თემამ იმუშავა. 2 ძირითად მაჩვენებელზე კეთდებოდა აქცენტი, ერთმანეთს შედარებული იყო 2012 წლის ფასები და 2024 წლის ფასები და ასევე სამეზობლოში არსებული ვითარება.

სამწუხაროდ, მოგვიწევს რამდენიმე მარტივი ეკონომიკური ტერმინის გაცნობა იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ თემებზე მსჯელობდა, რადგანაც აშკარად კვალიფიკაციის ნაკლებობა იგრძნობა სულ მცირე ტერმინოლოგიის გამოყენების თვალსაზრისით.

არ შეიძლება 2 პროდუქცია ერთმანეთს მარტივად შეადარო და ისაუბრო განსხვავებაზე, რადგანაც პირველი კურსზე ეკონომისტებს ჩვენ ვასწავლით, რომ არსებობს ტერმინი „სამომხმარებლო ფასების ინდექსი“, რაც გულისხმობს დროის გარკვეულ პერიოდში საქონლისა და მომსახურების ღირებულების გაცვლას, ანუ ეს არის საქონლის ჯგუფი, რომელსაც ადამიანი მოიხმარს და საშუალო მაჩვენებლების შედარება ხდება ერთმანეთთან და არა ერთი, რომელიმე მონაცემის, რომელიც კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.

მეორე მნიშვნელოვანი ტერმინი უნდა შემოვიტანოთ, ეს არის „ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი“ ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, როდესაც ეკონომიკური ზრდა არსებობს ინფლაციის გარკვეული მაჩვენებელი ანუ ფასების ზრდის გარკვეული მაჩვენებელი არის ბუნებრივი. სწორედ ამას უწოდებენ მაჩვენებელს, რაც თან ახლავს ეკონომიკურ ზრდასა და ფასების ზრდას.

ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს აკვირდება ყველა ქვეყნის ცენტრალური ბანკი, მათ შორის საქართველოს შემთხვევაშიც და როცა გადახრა ხდება მიზნობრივი მაჩვენებლებიდან ამ შემთხვევაში ხდება ჩარევა. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ ფასებს ხელოვნურად, ნორმატიულად, კანონის ძალით ვერ დავიჭერთ. ეს ხდებოდა კომუნისტების პერიოდში, მაგრამ ქაღალდზე ფიქსირდებოდა ერთი ფასი, თუმცა ქაღალდზე გაიაფებული პროდუქტი პროდუქცია ბუნებაში არ არსებობდა ანუ იყო დეფიციტი. პროდუქცია ვითომ იყო იაფი, მაგრამ მას რეალურად ვერ ყიდულობდით. შესაბამისად ეს შეუძლებელია თანამედროვე პირობებში.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფასებზე, სრული დილეტანტობაა ერთმანეთს შევადაროთ 2012 წლის და 2024 წლის ფასები ისე, რომ არ გავითვალისწინოთ სხვა ეკონომიკური მდგენელები. მაგალითად ეკონომიკური ზრდა, დასაქმების მაჩვენებელი, შემოსავლების მაჩვენებელი. ეს დაახლოებით ნიშნავს შემდეგს, რომ ჩვენ გავიკვირვოთ რატომ მოიხმარს 24 წლის ახალგაზრდა პირობითად მეტ საკვებს, ვიდრე 12 წლის ბავშვი, თუ არ გავითვალისწინებთ ისეთი ტიპის მდგენელებს, როგორიც არის ასაკი. ანუ თუ არ გავითვალისწინებთ ადამიანის ზრდას ფაქტს.

თუმცა, თუ მაინც 2012 და 2024 უნდა შევადაროთ (არც სამეზობლოს დავივიწყებ) მოდით ერთად დავრწმუნდეთ აბსურდულობაში.

მათ მიერ დასახელდა „ნუმბეოს“ რეიტინგი, რომელიც ფასების ინდექსი აჩვენებს. მეც გამახსენდა „ნუმბეო“ კი უფრო კვალიფიციური საზომი სჯობს, როგორიცაა სსფ, თუმცა იყოს „ნუმბეოს მაჩვენებლები“.

„ნუმბეოს“ მონაცემებით საქართველოს მაჩვენებელი 40%-ის აღემატება. 2012 წელს საქართველოში იყო უფრო მაღალი ფასები ვიდრე მის სამეზობლოში, არამედ დღეს ჩვენთა ერთად ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს მოლდოვასა და უკრაინას. ასევე საქარველოში იყო უფრო მაღალი ფასები 2012 წელს ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში, მაგალითად პოლონეთში, რუმინეთში. 2012 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი იყო 26,7%-ი, ხოლო ბოლო დადასტურებული მონაცემებით 2023 წელს საქართველოში უმუშევრობამ 16,4%-ი შეადგინა“,- განაცხადა აბაშიშვილმა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

36 წუთის წინ

1 საათის წინ

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები