დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი ეკონომიკური ზრდა | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი ეკონომიკური ზრდა | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

2024-04-01 10:00:00

მაღალი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ის პირდაპირ კონვერტირდება საპენსიო დანამატების მიმართულებით, ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც გადაცემაში მიმდინარე კვირის მთავარი მოვლენები მიმოიხილა. 

„დავიწყოთ  Business Insider Georgia-ს ანალიტიკით, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ საინტერესო მონაცემები ვნახეთ, რომელიც სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მიერ გამოქვეყნდა, საკითხი შეეხებოდა მშპ-ს ზრდას. წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7 პროცენტია. 7,7%-კი უკვე აღემატება გასული წლის საბოლოო მაჩვენებელს. 

როცა ვსაუბრობთ ციფრებით, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო რატომ აქვთ ამ ციფრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა და რაში ითარგმნება ეს ციფრები?

ეს ციფრები პირდაპირ ითარგმნება, მაგალითად საქართველოს კანონმდებლობის თანახმად პენსიების ზრდის ნაწილში. სწორედ ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა მაღალი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებას, რადგანაც ის პირდაპირ კონვერტირდება საპენსიო დანამატების მიმართულებით.

ჩვენ გასული კვირის განმავლობაშიც ვსაუბრობდით, მათ შორის სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის შეფასებებზე, სადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პოზიტიურ ნაწილში იყო. თვიურ ჭრილში თუ განვიხილავთ, 2024 წლის თებერვალში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9,5%-ი აღემატება 2023 წლის ყველა თვის მაჩვენებელს.

როდესაც ვსაუბრობთ დაბალ ინფლაციაზე იცით, რომ სებ-მა შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეამცირა ბოლო პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი, რაც საქართველოს შემთხვევაში გადაწყვეტილების სისწორეს ადასტურებს. რეფინანსირების განაკვეთმა დამატებით უნდა უზრუნველყოს მეტი იაფი ფულის მიწოდება ეკონომიკაში. ამ შემთხვევაში ლარის რესურსზე ვსაუბრობ და ის კიდე უფრო გააქტიურებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. Moody’s-ის თანახმად საქართველოში საბიუჯეტო პარამეტრები არის საკმაოდ დაბალანსებული, ფისკალური დეფიციტი არის შემცირებული, ისევე როგორც შემცირებულია საგარეო ვალის ტენდენციის მაჩვენებელი. 

თუ დავაკვირდებით დღგ-ს გადამხდელი საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელს არის ზრდა. ეს ნიშნავს, რომ საწარმოები უფრო აქტიურები არიან. თუმცა დღგ-ს გადახდა არ ნიშნავს მაინცადამაინც მსხვილ წარმოებას ანუ საუბარია საშუალო და შედარებით მსხვილ საწარმოებზე. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნესის კეთების თვალსაზრისით არის კარგი ვითარება, ვინაიდან სხვაგვარად აქტივობა ვერ იქნება. 

გადაიხედა სხვადასხვა შეფასებები, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ ზრდას აფასებდა და მათ შორის გალტ ენდ თაგარტის მაჩვენებლებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა საბაზისო სცენარით იქნება 6%-ი, ხოლო უკეთეს შემთხვევაში იქნება 7%-ი. სხვათა შორის 7% არის ისე ვერსიაც, რასაც Business Insider Georgia-ს ანალიტიკითაც ვაკვირდებით.

საინტერესო ტენდენციაა სამშენებლო ბიზნესის მიმართულებით, სხვადასხვა კვლევების მიხედვით პირველად ბაზარზე გაზრდილია გაყიდვების კომპონენტი.

ამ მიმართულებით საინტერესოა Barcelo Hotel Group-ი​სა და „ელთ ბილდინგის“ თანამშრომლობა. ქართული დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი“ გახდა Barcelo Hotel Group-ი​ს რჩეული პარტნიორი, ექსკლუზიური თანამშრომლობის პირობებით საქართველოში. მათი ერთობლივი პროექტია „ესპანური კვარტალი“, რომელიც ახალი საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექცია ქალაქის შუაგულში, მდინარე მტკვრის და ძველი თბილისის პანორამული ხედებით. ქალაქის ცენტრიდან სულ 10 წუთის სავალ მანძილზე“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები